Logo

"მე და ნინა ერთი ოჯახი ვართ და გვაერთიანებს ნიკო" - ეკა ნიჟარაძე ნინა ჩოდრიშვილთან ურთიერთობაზე

"მე და ნინა ერთი ოჯახი ვართ და გვაერთიანებს ნიკო" - ეკა ნიჟარაძე ნინა ჩოდრიშვილთან ურთიერთობაზე

02/23/2026

ტექსტის ზომა

მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია“ ნიკო გომელაური და მასთან გატარებული წლები გაიხსენა.

ნიკოს გახსენებისას, ეკა ნიჟარაძემ ნინა ჩოდრიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მადლიერია.

„ნინასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. იმიტომ რომ მე და ნიკო მის გამო არ დავშორებულვართ.

მე მადლობელი ვარ ნინასი, მაშინაც მადლობელი ვიყავი იმის გამო, რომ ნიკოს მიმართ და ჩემი შვილების მიმართ იყო იდეალური.

ნიკო გომელაური

ერთხელ დაბადების დღე მომილოცა და დამიწერა „შენი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაცააო.“ვიღაცებმა მიგვიწერეს ამ მილოცვაზე - "რა იდილიააო"...

ასეა, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ნინა თავისი შვლებით, შვილიშვილებით, მე ჩემი შვილებით და შვილიშვილებით, ერთად ვართ და გვაერთიანებს ნიკო,“ - ამბობს ეკა ნიჟარაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026