საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პეტრე კოლხი ამერიკიდან დაბრუნდა. როგორც ის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, ემიგრაცია საბოლოოდ დაასრულა, სამშობლოში გეგმები აქვს და დიდი საქმეების განსახორციელებლად ემზადება.
როგორც იცით, მას სასულიერო პირის წოდება შეჩერებული აქვს, მღვდლის კაბა გახადეს და როგორც ის ადრე მოცემულ ინტერვიუში ამბობდა, სამშობლოდან წასვლა აიძულეს.
კოლხი ერთაწმინდაში საკუთარი სახლის აივანზე გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს.
პეტრე კოლხი: არ მოგეჩვენათ, მე უკვე ერთაწმინდაში ვარ, ჩემს მონატრებულ აივანზე.
ცხოვრებაში ბევრი რამ მომცა ღმერთმა, რისთვისაც შემეძლო თამამად მეთქვა, რომ ვარ ძალიან ბედნიერი, თუმცა დღეს, საბოლოოდ მივხვდი, თუ რას ნიშნავს ჭილაძის ლექსის ფრაზა: "ამ პაწაწინა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი."
დიახ, ეს ასეა. შემაძრწუნებელმა ბედნიერებამ ამიტანა და მინდოდა ეს ბედნიერება და სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა.
ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში უამრავი ლექსი დაიწერა. გამოგზავნილი მქონდა საქართველოში; წიგნად შეიკრა. ძალიან მალე, ჩემს ტერასაზე, წიგნის წარდგენას აუცილებლად შემოგთავაზებთ და არა მხოლოდ წიგნის წარდგენას. მაქვს უამრავი გეგმა, რაზეც გზადაგზა აუცილებლად ვისაუბრებ. ვისაუბრებ ამერიკაში მიღებულ ჩემს გამოცდილებაზეც. მოკლედ, ყველაფერზე ვისაუბრებ.
მინდა გითხრათ, რომ მე ემიგრაცია დავასრულე. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გრანდიოზულ საქმეებს მივხედო, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად.
გილოცათ ჩემს მოსვლას, ვისაც გაგიხარდათ. ჩენ ერთად ძალიან კარგ და საინტერესო საქმეებს შევეჭიდებით და აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა.
რაღაც პერიოდი დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, ძალების აღდგენისთვის მჭირდება. შემდეგ საჯაროდ აუცილებლად შეგხვდებით. მიყვარხართ. შეხვედრამდე.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ახლა ტაქსიზე ვმუშაობ. იქნებ მოხუცი გამოჩნდეს, რომ ვუპატრონო“ - პეტრე კოლხის ინტერვიუ
07/30/2026