საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მაკა ჩიჩუა მედიაში აქტიუარად არ ჩანს, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი, მაინც მაღალია.
ქარიზმატული წყვილი წლებია დუშეთში ცხოვრობს, ორ ვაჟს ზრდის და ტყესთან ახლოს თავს ბედნიერად გრძნობს.
ბაია დვალიშვილის ხუთი წლის წინანდელ გადაცემაში, მაკამ და გიორგიმ თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს. გთავაზობთ ამონარიდს.
მაკა ჩიჩუა: დროთა განმავლობაში დრომ გვაჩვენა, რომ ერთად ყოფნა შეგვეძლო. შეგვეძლო ერთად მუშაობა, ერთად ფიქრი - ხმამაღლაც, ხმადაბლაც.
ბევრი რამ გვაქვს საერთო ისეთი, რამაც დაგვაკავშირა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მშვენიერი ტყე. იმ ტყეში ცხოვრობდნენ მოხუცი ცოლ-ქმარი. ქართული ზღაპარი ვართ. არ ჰყავდათ საერთო შვილი და ერთ მშვენიერ დღეს, ამ ხანდაზმულობაში, შეეძინათ პატარა ბიჭი. მერე ღმერთმა მისცათ კიდევ მეორე შვილი. როგორც ქართულ ზღაპრებშია.
კარგა ხანია დუშეთში დავმკვიდრდით. მართლაც ამ ტყეში ვცხოვრობთ, გვყავს ორი არაჩვეულბრივი ბავშვი. მართლა ჩვენი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს. როგორც ყველა ადამიანს, ბედნიერი დღეებიც გვქონია, რთულიც, ძალიან რთულიც, ძალიან ხალისიანიც, ნაკლებად და ასე მიდის.
გიორგი მარგველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების პირველივე მომენტიდან ჩვენ ისეთი თავდასხმის ობიექტი გავხდით, რომ ბევრად უფრო კომფორტული გახდა ამაზე ერთად გამკლავება. ერთმანეთს ვაძლიერებდით. ერთად ვიყავით ორგანიზებული თავდასხმის ობიექტი. ერთმანეთის მხარდაჭერაში, ჩემმა პრეზიდენტობამ, მეტად გაგვაძლიერა.

მაკა: მე ემოციური ვარ. გიორგი ფილოსოფოსია და ხშირად ლაპარაკში მიგებს. მე ემოციურად გადმოვაფრქვევ რაღაცებს. ის - აა ჰო, დაამთავრე, მეტყვის და ახლა მომისმინე და იწყებს ახსნას არგუმენტირებულად, თან ლიტერატურაც შემოაქვს.
გიორგი: არ შეიძლება ერთად ცხოვრობდეთ და საკამათო და საჩხუბარი არ გქონდეთ.
მაკა: ორი ადამიანის ურთიერთბაში, ყველაზე რთული, მუდმივ რეჟიმში ერთმანეთის თმენაა. როგორია 24 საათი გაუძლო ადამიანს, რომელიც ან ცუდ ხასიათზეა ან სხვა რამ აინტერესებს. ამას ორივე მხრიდან ვამბობ.
04/15/2026