Logo

"მე მაქვს ფეისბუქ-სამოთხე" - ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელზე

"მე მაქვს ფეისბუქ-სამოთხე" - ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელზე

06/11/2026

ტექსტის ზომა

ინგა გრიგოლიამ პოდკასტში "მისმინე" ფეისბუქზე და მისგან მიღებულ დარტყმებზე ისაუბრა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ტროლ-ბოტების თავდასხმებზე, ადრეულ წლებში, შეძლებდა თუ ვერა გამკლავებას და საქმის გაგრძელებას, არ იცის.

ინგა გრიგოლია: სულ ვამბობ, ადრე რომ ფეისბუქი ყოფილიყო, ბოტებით, ჰეითერებით თუ რეალური ადამიანებით, არ ვიცი, "გავქაჩავდი" თუ არა. რთულია, როცა შენ მიზანმიმართული კამპანიის თავდასხმის ობიექტი ხარ. მე ასეთი მოცემულობა მაქვს: არიან ადამიანები, ვისაც მოსწონხარ, გენდობიან და ძალიან დიდი ნაწილი, რომლებიც ვერ გიტანენ. ეს არაა მარტივი. თუმცა კარგი გამოწრთობილი ვარ.

ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დილით თავში მეხი დამეცემა და სულ სკანდალის ობიექტი ვხდები. როცა პატარა ვიყავი, ეს ალბათ, რთული გადასატანი იქნებოდა.

ერთხელ ვიკა ბუკიამ მკითხა, ადრე ეს აგრესია სად მიდიოდა, როგორ რეაგირებდიო? გაზეთებში-მეთქი და გაუკვირდა.

მე მაქვს ფეისბუქ-სამოთხე. მარტო ის ადამიანები მყავს, ვინც შეიძლება არ მეთანხმებიან, მაგრამ ძალიან კულტურული ურთიერთობები გვაქვს. მაგალითად, იმიტომ რომ შენ არ მოგეწონება ჩემი დასმული კითხვა, არ შეიტან ეჭვს, რომ მე ქოცი ვარ. არ დამაბრალებ, რომ ქოცების სასარგებლო იდიოტი ვარ. ცილს არ დამწამებ. და მაქვს სრული ფეისბუქ-სამოთხე. შენი "სამოთხე" თუ არ შექმენი, "გარეკავ", რა.

ინგა გრიგოლია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026