Logo

"მე მარტო ნიჭიერებთან ვმეგობრობ უნიჭოებთან მეგობრობა არ შემიძლია" - ავთანდილ ვარსიმაშვილი

"მე მარტო ნიჭიერებთან ვმეგობრობ უნიჭოებთან მეგობრობა არ შემიძლია" - ავთანდილ ვარსიმაშვილი

06/11/2026

ტექსტის ზომა

რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილისა და მსახიობი ნიკო გომელაურის მეგობრობა და შემოქმედებითი თანამშრომლობა იმ იშვიათ შემთხვევებს მიეკუთვნება, რომელიც წლებს უძლებს და სამუდამოდ გრძელდება.
რეჟისორმა და მსახიობმა ერთად 32 როლზე იმუშავეს. ამ შემოქმედებითმა ერთობამ მოიტანა ის,რომ დღეს ავთანდილ ვარსიმაშვილს ნებისმიერ მსახიობთან მუშაობა არ შეუძლია.
რეჟისორი ამბობს, რომ რაც უნდა ნიჭიერი იყოს მსახიობი, თუ მის მიმართ პირად სიმპათიას და სიყვარულს არ გრძნობს, მუშაობა შეუძლებლად მიაჩნია.
მეგობრობით კი ძირითადად ნიჭიერ ადამიანებთან მეგობრობს.

"თეატრში ნიკოს გარეშე ძალიან გაგვიჭირდა. პირადად მე გამიჭირდა... ნიკო იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, იმიტომ, რომ მე ყველაფერს რასაც ვიგონებდი, ვიგონებდი ნიკოსთვის - "აი ამ როლს როგორ ითამაშებს ნიკო?" "ახლა საჭიროა რომ ნიკომ ითამაშოს ასეთი როლი" და ასე შემდეგ... მერე ეს ყველაფერი ხელიდან გამომეცალა, მაგრამ ნიკომ დამიტოვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რის გარეშეც დღესაც არ შემიძლია მუშაობა...
ნიკოს შემდეგ მე ვერ ვმუშაობ ადამიანებთან რომლებიც არ არ მიყვარს...
მე მესმის, რომ ამით შეიძლება კითხვები გამოიწვიო - უნიჭოსთან შეგიძლია? ნიჭიერთან არა?
ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ მე მარტო ნიჭიერებთან ვმეგობრობ უნიჭოებთან მეგობრობა არ შემიძლია...

ჩემთვის, პირად ურთიერთობებს ხშირად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მის ნიჭიერებას. მე მესმის, რომ ეს არ არის მისასალმებელი ფაქტი, მაგრამ მე შემიძლია მარტო მათთან მუშაობა ვისთანაც არა მაქვს არანაირი დისკომფორტი...
არ ვიცი ეს რამდენად პროფესიონალურია, მაგრამ სხვანაირად მე არ შემიძლია, ასეთი რაღაც მაქვს გაკეთებული - მსახიობი მყავს მთავარი როლიდან მოხსნილი ამის გამო" - ამბობს რეჟისორი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ავთო ვარსიმაშვილიმეგობრობანიკო გომელაურირეჟისორი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026