დღის ამბავი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბიზნესმენ სანდრო შელიას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სანდროს მეუღლე, ჟურნალისტი ნინა ხუბუტია ავრცელებს.
"გაგვიფრინდა სანდროს მამა… ისე სწრაფად და ისე მშვიდად, ვერც კი მოვასწარით მასთან დამშვიდობება.
სამწუხაროდ, მე მისი კარგად გაცნობა ვერ მოვასწარი. უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, შვილსაც ვეღარ ცნობდა დემენციის გამო.
მახსოვს ყოველ მისვლაზე სანდრო ჩემს თავს აცნობდა: „მამა, გაიცანი — ეს ნინაა, შენი რძალი“. ის კი ყოველ ჯერზე მეკითხებოდა — რა პროფესიის ვიყავი, საიდან ვიყავი, ვიცოდი თუ არა მეგრული. მე კიდე ვცდილობდი ისე მოვწონებოდი, რომ ამ ერთხელ მაინც არ დავვიწყებოდი, მაგრამ შემდეგ ნახვაზე ისევ თავიდან მიწევდა გამეცნო მისთვის საკუთარი თავი. ერთხელ საერთოდ გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი მისი შვილი, სანდრო კი მისი ძმაკაცი. ამაზე მახსოვს მაშინ ბევრი ვიცინეთ.

ახლა სანდროს წიგნში ამ უძვირფასეს თავს ვკითხულობ და ყველა სტრიქონებში ვცდილობ უკეთ გავიცნო ეს კეთილშობილი ადამიანი. ბევრი მოგონება ვერ დავაგროვე, მაგრამ როცა ჩემი შვილი გაიზრდება, აუცილებლად ბევრს მოვუყვები მის საოცარ ბაბუზე. ვეტყვი, როგორი კეთილი და საყვარელი კაცი იყო მისი ბაბუა, რომ იამაყოს - რომ ის არის მალხაზ შელიას შვილიშვილი," - წერს ნინა ხუბუტია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
12/01/2025