
09/07/2026
ემბრიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა - ნინო მუსერიძემ მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში ისაუბრა თემაზე, რომელიც მუდმივი განხილვის საგანია.
ეწინააღმდეგება თუ არა ჩვენი მრწამსი და ეკლესია ხელოვნურ განაყოფიერებას და რა დამოკიდებულება აქვს მედიცინას ამ მოვლენის მიმართ.
ნინო ამბობს, რომ უფლის ნების გარეშე, მედიცინაც ვერაფერს გახდება. ამდენად, ხელოვნური განაყოფიერება, მისი თქმით, უზენაესის დაშვებაა...
ნინო მუსერიძე: მე თვითონ, როგორც ქრისტიანს და მართლმადიდებელს, მიმაჩნია, რომ ყველაფერი, მედიცინის ჩათვლით და ყველა მიღწევა, რაც მეცნიერებაში არსებობს, არის ღმერთის ნება. მან დაუშავ ის, რისი დაშვებაც შეეძლო. ინ ვიტრო განაყოფიერება არის მკურნალობის ისეთივე მეთოდი, როგორიცაა მაგალითად, თირკმლის და ბადურის ტრანსპლანტაცია.
ის, რომ გულის ინფარქტით სიკვდილი აღარ არის პირველ ადგილას, კარდიოქირურგიის დამსახურებაა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ახალ სიცოცხლეზე, მეც ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი იბადება უფლის ნებით. შესაბამისად, რადგან მან განსაცდელი მოუვლინა მას, ვისაც ინ ვიტრო განაყოფიერება სჭირდება, ექიმს იმის უფლება მისცა დაეხმაროს მას და გაუჩინოს ახალი სიცოცხლე.
მე ვფიქრობ, რომ არაფერს ისეთს არ ვაკეთებ. მე მხოლოდ ვქმნი სხეულს, ღმერთი აძლევს სულს. შესაბამისად, ღმერთის გარეშე არაფერი ხდება.

გააზიარე სტატია