Logo

"მე რომ ამდენი ადამიანი მიცნობს, შენი დამსახურებაა, დედა" - ნიკოლოზ ხარატი დედას დაბადების დღეს ულოცავს

"მე რომ ამდენი ადამიანი მიცნობს, შენი დამსახურებაა, დედა" - ნიკოლოზ ხარატი დედას დაბადების დღეს ულოცავს

03/05/2026

ტექსტის ზომა

ახალგაზრდა მომღერალი ნიკოლოზ ხარატი, რომელმაც საზოგადოებას თავი ჯერ "რანინას" შემდეგ კი ევროვიზიის სცენიდან გააცნო და შეაყვარა, ეკრანზე და სოციალურ ქსელებში ხშირად ხვდება. გულშემატკივრები ნიკოლოზის შემოქმედებას თვალ-ყურს დიდი სიყვარულით ადევნებენ.


თბილი კომენტარები და გამოხმაურება მოჰყვა პოსტს ნიკოლოზ ხარატის ფეისბუქ გვერდზე, რომლითაც მომღერალმა დედას, ელისო არაბიძეს დაბადების დღე მიულოცა.

"დედა ჩემო, სიცოცხლე და სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს!

ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს გცემ და ჩემს წარმატებაში და ცხოვრებაში უდიდესი წვლილი მიგიძღვის. მე რომ ამდენი ადამიანი მიცნობს და ჩემს შემოქმედებას პატივს სცემს, შენი დამსახურებაა, დედა.

მიყვარხარ უკიდეგანოდ და მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი დედიკო მაჩუქა; მადლობა ღმერთს, რომ შენი შვილი ვარ. ღმერთმა ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული გამყოფოს ჩვენთან ერთად.

ელისოს გაუმარჯოს!"- ვკითხულობთ ნიკოლოზ ხარატის მილოცვის ტექსტში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026