Logo

"მე რომ ავად არ გავმხდარიყავი, "ყვავილების ქვეყანა" სულ სხვა ტექსტით ამღერდებოდა" - მეოცე საუკუნის ჰიტის შექმნის ისტორია

"მე რომ ავად არ გავმხდარიყავი, "ყვავილების ქვეყანა" სულ სხვა ტექსტით ამღერდებოდა" - მეოცე საუკუნის ჰიტის შექმნის ისტორია

04/23/2026

ტექსტის ზომა

"ყვავილების ქვეყანა" მეოცე საუკუნის საუკეთესო ქალაქური ჟანრის სიმღერად აღიარეს. ბევრმა არც კი იცის, რომ ამ პოპულარული სიმღერის ტექსტის ავტორი მსახიობ გია ფერაძის მამა, ბიძინა ფერაძეა.

მისი შექმნის ისტორიას თავად გია ასე ჰყვებოდა.

გია ფერაძე: 1946 წელს ჩვენი ოჯახი დაბა წყნეთში ისვენებდა. მე გავხდი ავად. დედამ მამა თბილისში სტრეპტოციდის და კარაქის საყიდლად გამოაგზავნა. სხვათა შორის, სტრეპტოციდის ფასი მაშინ პედაგოგის ერთი თვის ხელფასს უდრიდა. მამა მასწავლებელი იყო და როგორც დღეს, მაშინაც მასწავლებლებს საკმაოდ უჭირდათ.

თბილისში ჩასვლისას, მისი პირველი ამოცანა ფულის სესხება იყო. ჩამოსვლისთანავე, ვერაზე შემოხვდა მეგობარი ჯანო ბაგრატიონი – მაშინ ერთადერთი ორკესტრის „ჯანოს ჯაზის” ხელმძღვანელი.

ჯანომ იცოდა, რომ ბიძინა ლექსებს წერდა. გაიგო მისი გასაჭირი და შესთავაზა: გოგი ვასაძემ კარგი მელოდია მოიტანა და წამოდი მოისმინე, ტექსტი არ გვაქვს. თუ ტექსტს დაწერ, ჰონორარსაც გამოგიწერ ავანსადო.

ჩავიდნენ პლეხანოვზე „გოფილექტის“ ბაღში, ფილარმონიასთან. მამამ მოისმინა მელოდია და დაწერა ლექსი. ასე რომ, მე რომ ავად არ გავმხდარიყავი, ეს სიმღერაც, ალბათ, სულ სხვა ტექსტით იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ასეთ პოპულარობას ვერ მოიპოვებდა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026