საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რამდენიმე დღის წინ, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ახალგაზრდა ბიზნესმენის მეუღლე, მომღერალი სალომე ბაკურაძე დღეს პირველად გავიდა სამსახურში, რადიო იმედში და "არტისტული ოთხშაბათის" სტუმრები წარუდგინა მსმენელს.
სალომეს მისასალმებელი სიტყვა კი ასეთი იყო:
"არტისტული ოთხშაბათი" სალომე ბაკურაძესთან ერთად გრძელდება. გრძელდება ისევე, როგორც გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს. როგორი პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭირდეს. რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება. სანამ ცოცხალი ვართ, ჩვენი ვალია, რაც შეიძლება ერთმანეთს მეტი სიკეთე გავუკეთოთ. მე თქვენი მხარდაჭერის, გამხნევების იმედი მაქვს. ვაგრძელებ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე და ინფორმაცია მოგაწოდოთ. მადლობა ყველაფრისთვის ჩემს თანამშრომლებს, კოლეგებს, მეგობრებს. ძალიან მიყვარხართ. მე ვაგრძლებ, მე ვიწყებ" - თქვა სალომემ რადიო ეთერის დასაწყისში.
12/10/2025