Logo

ტაბლოიდი

"მე ვარ გახრწნილი ქალი, ვაკეთებ ყველაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებს, თქვენც იგივეს გირჩევთ" - კრისტი ლაბაძე

"მე ვარ გახრწნილი ქალი, ვაკეთებ ყველაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებს, თქვენც იგივეს გირჩევთ" - კრისტი ლაბაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"სარკასტიკას" წამყვანები - გიორგი ნაზღაიძე და თამაზა ლოხიშვილი პარიზში ყოფნისას კრისტი ლაბაძეს შეხვდნენ და მასთან ინტერვიუ ჩაწერეს. პოდკასტის ფორმატიდან და რესპონდენტიდან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო, სეირის მაყურებლები, ბატიბუტით ჩაუსხდნენ გადაცემას და ბევრი ნახვაც ჰქონდა.

ესეც მცირე ამონარიდი.

კრისტი ლაბაძე: საქართველოში 2019 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ და ჩამოსვლას არც ვაპირებ. ჩემი მომავალი ევროპას უკავშირდება. მაშინ მკერდის გასაკეთებლად ვიყავი ჩამოსული...

კრისტი ლაბაძე

თამაზა: ქუჩაში რომ მოდიოდი და გიყურებდით, მილიარდ კაცში გამოირჩევი შენი გარეგნობით, ვიზუალით, ქცევით. ინსპირაცია საიდან გაქვს?

ქრისტი: ბერლინიდან. ბერლინი თავისუფლების ცენტრია ევროპაში.

კრისტი ლაბაძე

გიორგი: ნუცა ბუზალაძეზე დაუსრულებლად წერ ვიდეოებს... რატომ?

კრისტი: მსახიობობის ნიჭი მაგას არ აქვს, წამყვანობის ნიჭი მაგას არ აქვს. არაფრის ნიჭი ქალს არ აქვს. ესე იგი ვიღაცა ჰყავს. ყველამ იცის რუსეთში "კაბარეში" რომ იმღერა.

თამაზა: ხომ იტყვიან, რა კრისტის საქმეა, ვინ როგორ ცხოვრობს?

კრისტი: - დემოკრატიაა.

გიორგი: - ახლა რატომ შეანელე ტემპი?

კრისტი: ვმუშაობ და ვსწავლობ. ისე, მე ერთადერთი ვარ, ვინც ყველაფერზე საუბრობს. ვერ მომატყუებს ვერავინ.

თამაზა: ყოფილა შემთხვევა, ვიღაც "ათრიე", იმისგან მუქარა წამოსულა და შენ შეეშვი?

კრისტი: - მსგავსი ვინმე ჯერ ისტორიაში არ გამოჩენილა.

რა გითხრათ ჩემზე: მე ვარ გახრწნილი ქალი, ვაკეთებ ყველაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებს, რაც კანონდარღვევა არ არის. მე მაქვს იმის უფლება, ვაკეთო ის, რაც მინდა. თქვენც იგივეს გირჩევთ. იმდენი ბიჭი მყავდა, ვერ ვითვლი. მოქალაქეობისთვის გათხოვება არ მჭირდება...

კრისტი ლაბაძე

გიორგი: - ლორენა მასხულიას რას ერჩი? ტრანსგენდერები ერთმანეთს ხომ გვერდი უდგანან და...

კრისტი: საქართველოში დადის, რისი უფლებაც არ აქვს. ევროპაში თავშესაფარი რომ გაქვს მოთხოვნილი და საქართველოში დაპორწიალობ, დროს საქართველოში ატარებ, ეგრე არ ხდება. ჩვენ გიყურებთ ევროპაში, ყველაფერი ვიცით. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ლორენა, დაკო, რჩევას მოგცემ, მაინც გაითვალისწინე, შენი ბოლო ჩასვლას არ იყოს საქართველოში...

თამაზა: - საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

კრისტი: რა უნდა გავაკეთო? გავიხსენო ქუთაისი და შლოპანცები? დედა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, არ მაქვს კონტაქტი. მე ვცხოვრობ ბედნიერად. ვცხოვრობ ჩემი თავისთვის.

კრისტი ლაბაძეკრისტი ლაბაძე

ავტორი: ზმნა

05/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024