Logo

ინტერვიუ

"მე ვთქვი, დანარჩენს არ დავეძებ" - რას წინასწარმეტყველებს 2026 წელს გია ჯაჯანიძე

"მე ვთქვი, დანარჩენს არ დავეძებ" - რას წინასწარმეტყველებს 2026 წელს გია ჯაჯანიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გია ჯაჯანიძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა.

"1 აგვისტო, 2026 წელი. დრო ჩაირთო.
დაიწყო ამბავი სიმართლისა.

ეცადეთ დაჯერდეთ იმას, რაც აქამდე იშოვეთ, ეცადეთ იყოთ ფხიზლად, ათასი თვალი და ათასი ყური გამოიბით და გაფრთხილდით, იმიტომ, რომ ათას ერთი თვალი გიყურებთ და ათას ერთი ყური გისმენთ.

ოპერაცია "ხმაურიანი ფულები" 2 აგვისტოდან იწყება.

ადამიანები, ვინც იქნება ჩართული კორუფციაში, ვინც თაღლითობს და უკანონოდ შოულობს ფულს, ყველა გამჟღავნდება და ყველა გაიშიფრება.
ყველას, აბსოლუტურად ყველას ამხელენ, დააბრუნებინებენ ყველაფერს უკან და საქვეყნოდ თავს ლაფს დაასხამენ.
ზოგს დაიჭერენ, ზოგს საქვეყნოდ თავის მოჭრას აკმარებენ.

როგორც გინდათ ჩათვალედ: ჩემს წინასწარმეტყველებად, სიზმარში ვნახე და ვიცი, აუცილებლად ახდება, მოვიპოვე ინფორმაცია სანდო წყაროდან ან ვიტყუები და გაშინებთ.

ვწერ და დამიჯერეთ.
თქვენთვის ვამბობ.
თუ არ დამიჯერებთ არ დავეძებ - "სადაც თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩემიცა თქვით.”

ვინც სწორად, წესიერად და პატიოსნათ ცხოვრობთ, ვინც შრომოთ და გადასახადებს არ მალავთ, ვისაც გული შეგტკივათ ადამიანებზე, მოუყევით ყველას, მოყევით ყველგან, გადააზიარეთ, გაუგზავნეთ ყველას, გაავრცელეთ ყველგან, უთხარით ყველას, დაარიგეთ, გააფრთხილეთ, შეაშინეთ, რათა არ ვნახოთ დაღუპული, თავ მოჭრილი გაუბედურებული, განადგურებული ადამიანები.

თქვენი ნებაა, მაგრამ, რეპუტაცია ყველაფერს გერჩიოთ.

გიორგი ჯაჯანიძე"

ჯაჯო

გია "ზმნასთან" ამბობს, რომ მედიუმის მსგავსად, მასთან პერიოდულად მოდის გამაფრთხილებელი თემები, რასაც ის საზოგადოებას ფეისბუქზე დაწერილი პოსტებით გადასცემს.

გია ჯაჯანიძე: გამაფრთხილებელ პროგნოზებს ხშირად ვწერ. 2013 წლიდან მოყოლებული, ფეისბუქზე პერიოდულად სტატუსებად ვაქვეყნებ. ჩემი გამაფრთხილებელი პოსტები ეხება ყველაფერს - სულიერს, ფიზიკურს, სიყვარულს, სიკეთეს, ბოროტებას, სხვადასხვა თემებს.

მოდის თავში თემა და მერე ვითარდება. იმის გადმოცემა, თუ რატომ და როგორ ვაკეთებ ამ პროგნოზებს, მიჭირს. არც ის ვიცი, საიდან მოდის ეს აზრები. მე რომ ეს ვიცოდე, ეს იქნებოდა ხელოვნური.

- ამ ზებუნებრივ ნიჭს მაინც რას მიაწერთ?

- ალბათ, ჩემი მისიაა. მე უკვე 65 წლის ვხდები და ვიცი, რა არის ჩემი მისია და რისთვის მოვედი დედამიწაზე.

ყველაფერს ვიღებ ადამიანებისგან - სიყვარულს, სიძულვილს, დაცინვას, შექებას. ეს ყველაფერი ადამიანურია. ყველა რაღაც მისიისთვის მოვედით.

- და რასაც წერთ, მერე ხდება?

- მე არ მაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ზუსტად ასი პროცენტით ვწერ იმას, რაც მოხდება. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ როცა დავწერ და გადის დრო, ზუსტად ისე ვითარდება მოვლენები, როგორც მეწერა.

ხშირად თარიღები მიტრიალებს თავში. მაგალითად, წლების წინ შეიძლება მომივიდა თავში, რომ 2026 წელს სერიოზული ცვლილებები იქნება. ასე დაიწერა ჩემი ბოლო სტატუსი - ფული ბევრ რამეს შეცვლის. ვგრძნობ და ვხედავ, რომ ფულის არასწორ სიყვარულს, მოხვეჭასა და მის უკანანოდ შოვნაზე გადაგებას, ბევრი უსიამოვნო ამბავი მოჰყვება.

- ამ პოსტებს კონკრეტული ადრესატები ჰყავს?

- შეფარვით არავის ვგულისხმობ. კონკრეტულად არასდროს არავისზე დამიწერია. მე უბრალოდ მოსული ინფორმაციის გამტარი ვარ. როცა ვწერ, იმიტომ არა, რომ მაინცდამაინც ვინმემ გაითვალისწინოს. ზოგადად ვწერ ადამიანებისთვის. ზოგი დაიჯერებს, ზოგი არა... გამგები გაიგებს. სახელმწიფოსთვის დამალული გადასახი - დიდი იქნება ეს, თუ პატარა, სულ ერთია. დააკვირდით, რა მოხდება აგვისტოს დასაწყისიდან 2026 წლის ბოლომდე.

რატომ ვაფრთხილებ, არ ვიცი. მოდის ინფორმაცია და ვწერ.

მე არ მიყვარს ჭკუის დაიგება, რაიმეს სწავლება. მე ჩემს თავს ვარიგებ ჭკუას. მინდა უკეთესი და უკეთესი გავხდე. არ მინდა ვინმეს ვატკინო, ვაწყენინო...

- მაინც რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ ასე ყურადსაღებია ეს ე.წ. წინასწარმეტყველური გაფრთხილებები?

- იცით, რატომ დავიჯერე, რომ ყურადსაღებია ეს წინასწარ დაწერილი პოსტები? ბევრი ნაცნობი და უცნობი მწერდა, მირეკავდა, ჩემზე წერ? მე მაფრთხილებ? მე მგულისხმობდი?

არავისზე არ ვწერ! საერთოდ, ზოგადად ვწერ. ბევრი თავის თავზე იღებს და ჰგონიათ, მათზე ვწერ.

მე კი დავიჯერე, რომ ის ინფორმაცია, რაც მოდის და გადმომაქვს, არის მართალი. ეტყობა, იმდენად ზუსტად გადმოვცემ, იძულებული ვარ მოსული ინფორმაცია დავიჯერო. დავიჯერო, რომ ის მართალია! ოღონდ არავის არ ვარწმუნებ და არ ვახვევ ჩემს აზრს. რაც მოდის, იმას ვახმოვანებ, გინდა - გაიგებ, არ გინდა - ნუ გაიგებ. არ მაწუხებს. მე ვთქვი, დანარჩენს არ დავეძებ.

ჯაჯო

როდესაც ჩემს ეზოში, ჯირკზე, ჩიტებს პურს ვუყრი, იმ დროს ისინი არ ჩანან. მაგრამ მერე მოვლენ და შეჭამენ. ასევეა ეს შემთხვევაც - მე ვწერ, ვისაც უნდა გაიგებს, ვისაც არ უნდა არ გაიკარებს.

- როდესაც ამ მოსულ ინფორმაციას ავრცელებთ, შემდეგ თვითონ თავისუფლდებით?

- მე მივდივარ ჩემს გზაზე ფრთხილად და სიყვარულით სავსე გულით. ხმამაღლა ვაღიარებ, რომ გამიმართლა. გამიმართლა, რომ გავუგე ადამიანებს, რომ მათ შეუძლიათ უხაროდეთ, უყვარდეთ, სძულდეთ... ყველაფერი გავიგე. როცა გული სიყვარულით გაქვს სავსე, იმარჯვებ...

ჯაჯო

ავტორი: ლილიანა ფალიანი

08/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024