ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნუცა ბუზალაძის საქმრო და მისი მუსიკალური აგენტი - დარენ პრინსი გულშემატკივრებს, სოციალურ ქსელში, თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებებს აქტიურად უზიარებს.
55 წლის მილიონერ პროდიუსერზე 28 წლის ქართველი მომღერალი გასულ ზაფხულს, ივნისში დაინიშნა.

დარენ პრინსი - სპორტისა და გართობის სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. ის გახლავთ საერთაშორისო ბესტსელერის - „Aiming High“-ის ავტორი, წიგნის, რომელიც ნარკოდამოკიდებულებასთან და ფსიქიკურ პრობლემებთან ბრძოლის თემატიკაში ლიდერია. დარენი თავადაც იყო ნარკოტიკდამოკიდებული, თუმცა 14 წელზე მეტია, რაც უარი თქვა ამ მძიმე წარსულზე და მას შემდეგ, ამ გზაზე, სხვებსაც აქტიურად ეხმარება.

აი, რას წერს ის ფეისბუქზე.
"ამ ზაფხულს დიდი პატივი მქონდა, ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი რამის შესახებ მეცნობებინა თქვენთვის, რაც ჩემი ფონდის - Aiming High Foundation-ის მეშვეობით, ადამაინებს, ნარკოტიკების მოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
საოცარია, რომ ნუცა ბუზალაძე 8 დეკემბერს, ორშაბათ საღამოს, Chargers-სა და Eagles-ის საფეხბურთო მატჩზე ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს.

ის, რომ ჩემი კავშირებითა და ურთიერთობებით შემიძლია წარმოვაჩინო ნუცას წარმოუდგენელი ნიჭი და მოვყვე მისი ისტორია, ბევრად უფრო მახარებს, ვიდრე ნებისმიერი წარმატება, რომელიც გზაზე მხვდება.
მე, ჩემი რესურსებით, ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო მეგობრებს, თანამშრომლებს და ამ შემთხვევაში - ჩემს საცოლეს წარმატების მიღწევაში, რადგან საქმე ჩვენზეა და არა „მეზე“.

სამწუხაროდ, ზოგიერთს ჯერ კიდევ არ ესმის ცხოვრების ეს წესი, რომ დალოცვილი ხარ, რომ შეგიძლია დალოცო სხვებიც ცხოვრების ყველა სფეროში.
შემიძლია გითხრათ, რომ თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და შინაგანი სიმშვიდე, მე სხვების დახმარებით შევიძინე და არა ინდივიდუალური წარმატების მოპოვებისას" - წერს დარენი.

***
პრინსი 1970 წლის 6 თებერვალს, ლივინგსტონში, ნიუ ჯერსიში დაიბადა. უკვე 14 წლის ასაკში ბეისბოლის ბარათების გაყიდვის წარმატებული ბიზნესი წამოიწყო, რომელიც 1 მილიონ დოლარად გაყიდა მაშინ, როცა, დაახლოებით, 20 წლის იყო. 1994–95 წლებში დააარსა და დღემდე ხელმძღვანელობს Prince Marketing Group (PMG) - სპორტისა და შოუ-ბიზნესის სააგენტოს, რომელიც 25 წელზე მეტია მულტიმილიონიან კონტრაქტებს აწარმოებს. PMG‑მა, ცნობილ სახეებთან, ვარსკვლავებთან თუ მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებთან, 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგება გააფორმა.
დარენი იყო ისეთი ვარსკვლავების და სპორტსმენების აგენტი, როგორებიც არიან: Magic Johnson, Larry Bird, Muhammad Ali, Joe Frazier, Hulk Hogan, Dennis Rodman, Charlie Sheen, Chevy Chase, Ric Flair და სხვები. მისი სააგენტო უზრუნველყოფს ხელშეკრულების საკითხებს, რეკლამებს, საჯარო გამოსვლებს და კამპანიებს საერთაშორისო ბრენდებთან. ის გამოჩნდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორებიცაა: Wall Street Journal, New York Times, USA Today, CNN, Fox & Friends, Dr. Oz და ჯეი შეტის პოდკასტში On Purpose.
დარენმა დააარსა Aiming High Foundation – საქველმოქმედო ფონდი, სადაც შემოსული თანხის 100% დამოკიდებულების სამკურნალო დახმარებაზე იხარჯება. თანამშრომლობს Banyan Treatment Center-თან და Bridge Therapeutics-ის მრჩეველთა საბჭოშია გაწევრიანებული. ეს უკანასკნელი კი მუშაობს ოპიოიდური დეტოქსიკაციის ახალ პრეპარატზე, რომელიც FDA-ს დამტკიცებას ელოდება. ასევე თანამშრომლობს სკოლებთან, კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან და მთავრობებთანაც კი – მათ შორის ოპიოიდური კრიზისის სამუშაო ჯგუფებთან.
***
დარენი და ნუცა 2 ნახევარი წლის წინ, American Idol-ის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.
ამერიკელმა პროდიუსერმა, გასულ ზაფხულს, ხელის თხოვნის შესახებ ასე დაპოსტა.
"ჩვენ მაშინვე საუკეთესო მეგობრები გავხდით. ერთმანეთს ძალიან ბევრ რამეს ვუზიარებდით ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ.
წელს, როდესაც შენ გადაწყვიტე ლოს-ანჯელესში კარიერის გასაგრძელებლად გადმოსვლა, არცერთი ჩვენგანი არ მოელოდა იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. ორივე ჩვენ-ჩვენი პიროვნული განვითარების რუტინით ვიყავით გართული და შენ ჩემიც დაამატე შენსას. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს შორის პასუხისმგებლობისა და სიყვარულის სიხშირის ნელ-ნელა ამოქმედება.
შენ უზარმაზარი გული და თავდაუზოგავი შრომის ეთიკა გაქვს, ყოველთვის ბედნიერი და ერთგული ხარ. გადამდები ენერგიით ანათებ ყველა ოთახს, რომელშიც კი შედიხარ. მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ვიყო და ჩემთვის, შენს გვერდით ყოფნა, როგორც შენი დამცველისა და პროფესიული ხელმძღვანელისა, პრივილეგიაა.
მადლობა, რომ თქვი - კი" - წერდა დარენ პრინსი ფეისბუქზე.

11/21/2025