ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დერმატოლოგი ზაზა თელია, მედიცინაში მოსალოდნელი იმ პრობლემების შესახებ წერს, რაც სოციალური ქსელების სიმრავლეს და გავრცელებული ინფორმაციის უკონტროლობას შეუძლია გააჩინოს.
ექიმი ამბობს, რომ რჩევები, რომლებსაც არაპროფესიონალი ადამიანები იძლევიან, შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს, გამოსავალი კი ამ ეტაპზე არ ჩანს.
" არაპროფესიონალი ადამიანი ხდება მავნებელი როცა სხვა ადამიანს თუ ადამიანებს აძლევს რჩევას ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც მისი პროფესია არ არის.
ამით ზარალდება პაციენტი ერთის მხრივ და ექიმი მეორეს მხრივ, რადგან პაციენტი მის რეკომენდაციას ეჭვის თვალით უყურებს.
რა ძირითადი გავლენა აქვს დღეისათვის სოციალურ ქსელებს, სადაც სხვადასხვა საკითხებზე, საუბედუროდ მედიცინაშიც მრავალი არაპროფესიონალი იძლევა რჩევებს და რეკომენდაციებს?
Illusory Truth Effect (ილუზიური სიმართლის ეფექტი) - ცრუ ინფორმაციის დაჯერების ტენდენცია მისი ხშირი გამეორების, გაგონების შემდეგ, მაშინაც კი, თუ ადამიანმა თავიდანვე იცოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო.
რა შეიძლება გავაკეთოთ?
სამწუხაროდ ბევრი არაფერი, რადგან არსებობს ბრედოლინის კანონი (Bradolini's Law).
რას ნიშნავს ეს კანონი? - "დეზინფორმაციის უარსაყოფად საჭირო ძალისხმევის ოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე მისი წარმოებისთვის საჭირო ძალისხმევა," - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
01/10/2026