Logo

მეგანი და ჰარი ბრიტანეთში ბრუნდებიან

მეგანი და ჰარი ბრიტანეთში ბრუნდებიან

08/20/2026

ტექსტის ზომა

ექვსი წლის შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან.

ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა PEOPLE-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ხანგრძლივი პერიოდით გადადიან. ბავშვები სექტემბერში სწავლას ლონდონში დაიწყებენ.

წყვილი შეინარჩუნებს სახლს კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტესიტოში და აგარაკს პორტუგალიაში. ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში, კერძო, არასამეფო საცხოვრებელს შეიძენს.

ოჯახის ახალი სახლისა და ბავშვების სკოლის ადგილმდებარეობა მკაცრადაა გასაიდუმლოებული.

მეგანმა და ჰარიმ უარი თქვეს უინძორის რეზიდენციაზე, რომელიც მათ დედოფალმა ელისაბედმა 2023 წელს აჩუქა. ჰარის 2023 წლის მემუარების, „სპეარის“ გამოქვეყნების შემდეგ, 77 წლის მეფე ჩარლზმა, შვილს და რძალს ქონების დაცლა სთხოვა. წყვილის მოულოდნელი გეგმის შესახებ კი, ჩარლზმა, კვირას, 16 აგვისტოს შეიტყო, იტყობინება PEOPLE. მეფე მიესალმება შესაძლებლობას, რომ ოჯახის წევრები პირადად ნახოს.

ეს ნაბიჯი ჰარიმ და მეგანმა დიდ ბრიტანეთში გატარებული წარმატებული ზაფხულის შემდეგ გადადგეს, ვიზიტიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, სადაც პატარები ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, პირველად შეხვდნენ ბაბუას.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026