კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მხატვარი თენგიზ მირზაშვილი - "ჩუბჩიკა" - 18 წლის წინ, 1 იანვარს გარდაიცვალა... რა შეიძლება იყოს იმაზე სევდიანი, ვიდრე ახალ წელს გარდაცვალება. მაგრამ სამყაროს ნათელი ფერების შემოქმედი, ალბათ, მარადისობას ისეთივე განსაკუთრებულ დღეს უნდა შერთვოდა, როგორიც თავად იყო...
მხატვრის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, მანანა თავაძე მეუღლეს "ზმნასთან" იხსენებს.
მანანა თავაძე: როდესაც უკურნებელი სენის დიაგნოზი უთხრეს, ძლიერად შეხვდა. ბოლო წლები საავადმყოფოში სულ მასთან ერთად ვიყავი. არ ვშორდებოდი. უკვირდა, როგორი თავგანწირვით მივლიო...
ბოლოს მემშვიდობებოდა. შვილებთან დამშვიდობება არ შეეძლო. დილა ადრიან თვალს რომ გაახელდა, მეუბნებოდა, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ უჩემოდ არ დარჩეთო.

არ გატეხილა. ცდილობდა გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე. ძველებური პასუხისმგებლობით განაგრძობდა მუშაობას.
ოთხი წელი იბრძოლა. გერმანიაშიც გაუკეთეს ოპერაცია. მას შემდეგ კიდევ ორი წელი იცოცხლა. განცდებზე მე მესაუბრებოდა.
სასწრაფოს ექიმებს ისე დაუახლოვდა, ისინი სამუშაოს რომ მორჩებოდნენ, გამოუვლიდნენ სანახავად; მოიკითხავდნენ, ესაუბრებოდნენ...
1 იანვარს გარდაიცვალა.
რა მენატრება? მისი ლაპარაკი მენატრება...
განაგრძეთ ინტერვიუს კითხვა
01/02/2026