Logo

მენოპაუზის 5 უცნაური სიმპტომი - რაზე ამახვილებს ყურადღებას მადონა ჯუღელი

მენოპაუზის 5 უცნაური სიმპტომი - რაზე ამახვილებს ყურადღებას მადონა ჯუღელი

04/24/2026

ტექსტის ზომა

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი სოციალურ ქსელში, მენოპაუზის (პერიოდი, როცა ქალს მენსტრუაციის ციკლი უწყდება) 5 ყველაზე უცნაურ და ამავდროულად, ფარულ მიზეზზე საუბრობს:

ესტროგენის დეფიციტი პირის ღრუში - კარიესს, ღრძილების მგრძნობელობას, პირის სიმშრალესა და ანთებას იწვევს. როდესაც მსგავს სიმპტომებს ხედავთ, იცოდეთ, რომ ეს ესტროგენის ანუ ჰორმონების დეფიციტის ბრალია.

სმენა - როდესაც ესტროგენი იკლებს, შეიძლება, ტინიტუსი, ანუ ყურში ზუზუნი დაიწყოს. ასევე, ხმაურზე ზედმეტად მგრძნობელობა და გარკვეული სიტყვების გარჩევის შეუძლებლობა განვითარდეს. როდესაც მსგავსი პრობლემები იწყება, თქვენ არ გეჩვენებათ, აქაც ესტროგენია დამნაშავე.

წონასწორობა და კოორდინაცია - მეტად ვეცემით, გვაქვს თავბრუსხვევა და კოორდინაციას ვეღარ ვიცავთ. ესტროგენი ბალანსზე გავლენას ახდენს. ის გვჭირდება, რომ ფეხზე მყარად ვიაროთ. შესაბამისად, ამასაც ყურადღება მივაქციოთ.

კოფეინი - როდესაც ჩვენ ყავას ყოველდღიურად ვიღებთ, აღმოჩნდება, რომ ესტროგენის დეფიციტის დროს, სამწუხაროდ, ღვიძლი უფრო ნელა ახდენს მის მეტაბოლიზმს ანუ დაშლას. შესაბამისად, შეიძლება, საღამოს მიღებული ყავა ღამის გათენების მიზეზიც კი გახდეს. ესეც მნიშვნელოვანია.

კანი - ესტროგენის დეფიციტის შესახებ პირველი გვიყვება. სტრუქტურა თხელია, ტურგორი უფრო დაქვეითებულია. როდესაც ქალბატონები კოსმეტიკურ პროცედურებს იკეთებენ, რასაც ინექციები ან სხვადასხვა აპარატურული ტექნოლოგია ჰქვია, იცოდეთ, რომ შესაძლებელია, სისხლჩაქცევები, ტრავმები უფრო ხანგრძლივად დარჩეს და რეგენერაცია დიდხანს დასჭირდეს. ასე, რომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, როდესაც სადმე მიდიხართ. ესტროგენის დეფიციტს ეს გავლენა აქვს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026