Logo

კულტურა

მერაბ ნინიძე, ენტონი მაკკარტენის პოლიტიკულ თრილერში, სტალინის როლს შეასრულებს

მერაბ ნინიძე, ენტონი მაკკარტენის პოლიტიკულ თრილერში, სტალინის როლს შეასრულებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ოსკარის" ოთხგზის ნომინანტი სცენარისტისა და რეჟისორის - ენტონი მაკკარტენის პოლიტიკურ თრილერში - „მშვიდობის ფასი“ (The Price Of Peace) მერაბ ნინიძე, გაი პირსი და ჯარედ ჰარისი - სტალინის, ტრუმენის და ჩერჩილის როლებს ითამაშებენ.

ფილმში ასახულია 1945 წლის პოსტდამის კონფერენციის ამბავი. კონფერენცია მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ გაიმართა, როდესაც პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი (პირსი), პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი (ჰარისი) და საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი (ნინიძე) პოტსდამში შეიკრიბნენ, რათა მომავალი ათწლეულების განმავლობაში, ევროპისა და მსოფლიოს მომავალი განსაზღვრულიყო. ფილმის სიუჟეტი პოლიტიკური დაძაბულობისა და პირადი კრიზისების ზრდაზეა ორიენტირებული, რომელიც მაღალი ფსონების მქონე დიპლომატიური ჭადრაკის თამაშის ფონზე ვითარდება.

შეგახსენებთ, მაკკარტენი ახალზელანდიელი სცენარისტი, დრამატურგი და რომანისტია, რომლის სცენარის მიხედვით შეიქმნა ისეთი გახმაურებული ბიოგრაფიული ფილმები, როგორებიცაა - The Theory of Everything, Darkest Hour, Bohemian Rhapsody, The Two Popes.

მსახიობი გაი პირსი გასულ წელს „ოსკარზე“ იყო ნომინირებული ფილმისთვის The Brutalist. მას მაყურებელი კარგად იცნობს ისეთი პოპულარული ნამუშევრებით, როგორებიცაა L.A. Confidential, Memento.

ჯარედ ჰარისი კი მორიარტის როლით არის ცნობილი რობერტ დაუნი უმცროსისა და ჯუდ ლოუს მონაწილეობით გადაღებული ფილმიდან - Sherlock Holmes.

The Price Of Peace გადაღებები ზაფხულში ლონდონსა და პოტსდამში დაიწყება და ეკრანებზე 2027 წელს გამოვა.

ავტორი: ზმნა

02/13/2026