Logo

"მერვე ნიკოლოზობა დგება, გეძებ ყველგან..." - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

"მერვე ნიკოლოზობა დგება, გეძებ ყველგან..." - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

12/19/2025

ტექსტის ზომა

ნიკოლოზ კვარაცხელიას დედა, იზა ომიაძე, შვილს საოცრად ემოციური პოსტით ულოცავს ნიკოლოზობას.

"4 წელია და მერვე ნიკოლოზობა დადგება, გეძებ ყველგან, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩენ, რომ გულის გულში ფეთქავს შენი ვერ გაჩერებული გული!!!

ვერ ვეგუებით ვერც ამ დროებას და ვერც უშენობას!!!!

ამ უსულგულო და უგულღვიძლო ადამიანებს ვერ გავაგებინე, ვერც შვილის სიყვარული და ვერც სამართლიანობის განცდა გავუჩინე, ღმერთმა და წმინდა ნიკოლოზმა კი იციან ჩვენი სურვილები!!!

და მათი მოწყალების იმედი მაქვს!!!

ზღვა კი ღელავს, მაგრამ მე მაინც მჯერავს, რომ ჩვენ ამ ზღვას გადავცურავთ შვილო, ღვთის შეწევნით!!!

ალბათ, იქაც ღელავს ზღვა, და შენ იქაც ზღვის ტალღებს აკვირდები!!! მოვალთ შენამდე.

ნიკოლოზობას გილოცავთ, ნიკო" - წერს იზა ომაძე ფეისბუქზე.

ვიდეო

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლს, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას, ოთხი წლის წინ, კოტე მახარაძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა ტყვია ესროლეს.

ნიკოლოზ კვარაცხელიას გადაუდებელი ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ახალგაზრდა კაცი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, თავდასხმიდან რამდენიმე საათში, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026