Logo

საზოგადოება

"მესაიდუმლე ვარ. რაც მე ვიცი, მშობლებმა არ იციან" - გია როინიშვილი ბაბუობაზე

"მესაიდუმლე ვარ. რაც მე ვიცი, მშობლებმა არ იციან" - გია როინიშვილი ბაბუობაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბიძინა ბარათაშვილთან პოდკასტში - "ბაბუა წესების გარეშე" გია როინიშვილმა ბაბუობაზე ისაუბრა. მას სამი შვილიშვილი ჰყავს, 16 წლის ელენე მახარაძე, 1 წლის კირა კანდელაკი და 13 წლის მარიამ როინიშვილი. მსახიობმა თქვა, რომ შვილიშვილებს ემეგობრება, მარიამის კი - მესაიდუმლეა.

გია როინიშვილი: მესამე შვილიშვილზე, კირაზე მეორე თუ მესამე სუნთქვა გამეხსნა. უფრო მეტი დრო მინდა მასთან გავატარო.

პირველი, ელენე რომ გაჩნდა, 45 წლის ვიყავი. ბაბუობისთვის ახალგაზრდა ასაკია. ახლა უფრო ვარ ბაბუა, კირასთან მინდა სულ ვიყო.

ერთი წლის კირა აქეთ მეგობრობს ჩემთან. რომ შევდივარ, ისეთი გაბადრული სახით მხვდება, გაგიჟდები...

გია როინი

როცა ბავშვის ფოტოს ფეისბუქზე ვტვირთავ, ჩემი თაობის ხალხი მიწერს - გააფრინე, ხო?

კი, გავაფრინე... ეგაა ბაბუობა...

ჩემი 13 წლის შვილიშვილის, მარიამის მესაიდუმლე ვარ. ბევრი რამ, რაც მე ვიცი, მშობლებმა არ იციან. დადის ცეკვაზე, ვიოლინოზო, ინგლისურზე, მათემატიკაზე და ვბრაზდები, ბავშვს სათამაშო დრო არ რჩება. თავისუფალი დრო არ აქვს.

გია როინიშვილი

მისი მთავარი ადვოკატი ვარ. მამამისს ვეუბნები, ნუ ტვირთავთ ასე-მეთქი. თვითონ უნდაო, მეუბნება, მე არ ვაძალებო.

ერთხელ ავტობუსში ავედით მე და მარიამი. დავსხედით და ვლაპარაკობთ. ჩამოსვლის დრო რომ მოვიდა და კართან დავდექით, დავინახეთ, ქვემოთ დგაგან კონტროლიორები.

გია როინიშვილი

მარიამმა უცებ თქვა - ვაიმე, დამავიწყდა გადახდაო. ნუ გეშინია-მეთქი და ავეფარე წინ, დავმალე. ვხულიგნობ! შემიმოწმეს ბარათი და წავიდნენ. მოვიხედე და მარიამი არ არის! ვეძებ, მარიამ, ვეძახი. და საიდანღაც თავი გამოყო - წავიდა? გამოვიდა აწითლებული. "წესიერაა." მოკლედ, ვმეგობრობთ.

გადაცემა სრულად

გია როინიშვილიგია როინიშვილიგია როინიშვილიგია როინიშვილი

ავტორი: ზმნა

08/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024