Logo

მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების გამო, Meta და YouTube დამნაშავედ ცნეს

მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების გამო, Meta და YouTube დამნაშავედ ცნეს

03/26/2026

ტექსტის ზომა

კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ინტერნეტის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდეს.
Meta და YouTube ოფიციალურად ცნეს დამნაშავედ მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში.

საქმე ეხება ახალგაზრდა ქალს, რომლის ადვოკატებმაც დაამტკიცეს, რომ პლატფორმებმა მასზე „ციფრული ნადირობა“ მოაწყვეს.

სასამართლომ კომპანიებს 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. თუმცა, ამ შემთხვევაში თანხა მეორეხარისხოვანია, მთავარი კი აღიარებაა, რომ სოციალური მედია არ არის მხოლოდ პლატფორმა, ის არის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ზიანი მოიტანოს.

კომპანიების ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ პრობლემის სათავე, გოგონას რთული ბავშვობაში იმალებოდა და არა მათ აპლიკაციებში. თუმცა, ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა იცოდნენ საფრთხეების შესახებ, მაგრამ მომხმარებლები არ გააფრთხილეს.

როგორც სასამართლოზე წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა აჩვენა, კომპანიებს ჰქონდათ შიდა კვლევები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ინსტაგრამი და იუთუბი უარყოფითად მოქმედებს მოზარდი გოგონების თვითშეფასებაზე. მათ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს, რადგან მომხმარებლის ეკრანთან გატარებული ყოველი წუთი მათთვის მოგება იყო.

ამიტომაც მიიჩნია სასამართლომ, რომ ეს შემთხვევა „განზრახ ჩადენილი დანაშაული“ იყო და არა უბრალოდ უიღბლო შემთხვევითობა.

განაჩენით კალიფორნიის სასამართლომ მსოფლიოს შეახსენა, რომ ბავშვის ფსიქიკა არ არის ექსპერიმენტული ველი და ვერანაირი მოგება ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026