Logo

კულტურა

"მეტის თქმის უფლება, ამ ეტაპზე არ მაქვს" - ეკა ჩავლეიშვილის, კირა ნაითლის და სხვების ისტორია

"მეტის თქმის უფლება, ამ ეტაპზე არ მაქვს" - ეკა ჩავლეიშვილის, კირა ნაითლის და სხვების ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლის, ერინ კელიმანსა და ალისია ვიკანდერს გაუწევს. დიდებული ამბავია! ვისზე ნაკლები არტისტები გვყავს. ამიტომაც იყო, რომ 2024 წელს კინოდაჯილდოება ”ელისოს” ჟიურიში მყოფი ეკა ქასთინგის რეჟისორმა დიქსი ჩესიამ გაიცნო თუ არა, ისე დაამახსოვრდა, რომ საიმონ ვუდსის ფილმის გადასაღებ მოედანზე მიიწვია. ეკა ჩავლეიშვილი ფილმში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსახიობს ეთეროს როლის შესრულებისთვის საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა ფილმში - ”შაშვი შაშვი მაყვალი”.

ეკა ჩავლეიშვილი

ნატალია ჯუღელი: პირველი ადამიანი, რომელიც "ელისოს" ჟიურის შემოუერთდა სწორედ დიქსი ჩესი იყო. გვინდოდა აღმოეჩინა ქართველი მსახიობები და ასეც მოხდა. ვიცი, რომ ხშირად მოიაზრებს ქართველ მსახიობებს სხვადასხვა როლებზე და მიხარია, რომ ეკა ამ არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილია. სცენარი როდესაც წავიკითხე, მივხვდი, რომ როლი ეკასთვის იყო დაწერილი. ვულოცავ ამ წარმატებას და კიდევ ბევრ თავგადასავალს ვუსრუვებ, უდავოდ იმსახურებს.

რაც შეეხება "The Worst"-ის მსახიობთა ანსამბლს, მათ შორის ბევრი სხვა ვარსკვლავიცაა: ტომ ჰოლანდერი, სემ კლაფლინი, შიან კლიფორდი, ანა მაქსველ მარტინი და სხვა.

კირა ნაითლი

At.ge ეკა ჩავლეიშილის კომენტარს აქვეყნებს.

ეკა ჩავლეიშვილი: იანვარში დამირეკა ნატალია ჯუღელმა და მითხრა, რომ დიქსი ჩესი ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა და ვიდეოს ჩაწერას მთხოვდა. ვინაიდან საქართველოში აგენტები არ გვყავს და საერთაშორისო სისტემა ჩვენთვის უცხოა, ნატალია მთელ პროცესში დამეხმარა, სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძეც გამომიგზავნა, რომ კარგი ვიდეო გამოსულიყო. ვიდეოს გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში როლზე დამამტკიცეს და უამრავი კითხვა დამისვეს. ვინაიდან თარჯიმანი მჭირდებოდა, თან თაკი მუმლაძე დავიმგზავრე და 27 მაისიდან პროვანსში ვართ.

ვინაიდან ბედკრული საქართველოდან ვარ, მომწონს კი არა და ყოველდღე ვჩქმეტ ჩემს თავს, რომ დავრწმუნდე –  არ მესიზმრება, ეს ყველაფერი მართლა ხდება. სეტი შედგება ზეპროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებიც უზადოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. მანამდე ორ ფილმზე ვიმუშავე ელენე ნავერიანთან. ელენეს სეტზე ყოველთვის ჰყავს 5-6 უცხოელი და იგივე მუშაობის პრინციპი, ამიტომ არაფერი უცხო და ახალი არ იყო ჩემთვის. სულ 12 მსახიობი ვართ ამ ფილმში. 11-ივე მსახიობი ერთმანეთზე უკეთესია. პროფესიონალები, მოწესრიგებულები, ლამაზები, ნიჭიერები, კეთილგანწყობილები და უბრალოდ კარგი ადამიანები. მეტის თქმის უფლება ამ ეტაპზე არ მაქვს, მოკლედ, ვმოგზაურობ საიმონ ვუდსის ჯადოსნურ სამყაროში.

ავტორი: ზმნა

06/25/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024