ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ყიფშიძეების ოჯახის სტუმრობას ეკა ხოფერიას პოდკასტში, უხმაუროდ არ ჩაუვლია.
გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე ენი გასოევა გიორგის უფროსი ქალიშვილის, ნატალიას სიტყვებმა გააღიზიანა, სადაც ნატალიამ და-ძმაზე, მამაზე და გიორგის მარტოხელა მამობაზე ისაუბრა.
"კოსმო კორონის ბავშვია. მაშინ მისი ყოფილი მეუღლე და გიორგი სხვაგან ცხოვრობდნენ, წერეთელზე, მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ონლაინ ვიყავი. პირველი წელი ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი. მერე მივხვდი, რომ ნამეტანია, ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ ყველაფერს. მერე მეორეც გაჩნდა - ლუნჩიკა. მერე ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა, მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ ვსწავლობდი, მაგ დროს დავიწყე სერიალში გადაღება, კატა მყავდა, რომელსაც ძალიან დიდი მოვლა სჭირდებოდა, ვუყურებდი, რომ გიორგი რეალურად სულ მარტო აღმოჩნდა,“ - თქვა ნატალიამ.
"ეს არის სირცხვილი“ - ასე უპასუხა ნატალიას სიტყვებს ყოფილმა დედინაცვალმა.
მან ყიფშიძეების პოდკასტში სტუმრობის ვიდეო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გააზიარა და საჯარო პოსტი გამოაქვეყნა. "აი, ახლა კი ვისაც რა გინდათ ის მომწერეთ, რაც გინდათ
თქვით, მაგრამ ნატალია რასაც საუბრობს, ეს არის სირცხვილი. სულ რომ ეგრე ყოფილიყო, ხმას როგორ ამოვიღებდი საჯაროდ. მაგრამ რეალობა სხვანაირად იყო და ამას აუცილებლად მოვყვები.
ვინც მიცნობს და მაგ პერიოდში კონტაქტი ჰქონდა, არაერთ ადამიანს, ყველამ კარგად იცის რეალურად რა და როგორ იყო, ამაზე ძალიან მალე ჩავწერ ვიდეოს. შენი ძმაა, აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი. მაგრამ ოჯახის ამბებს, სულ რომ ეგრე ყოფილიყო, რა გამომატანინებდა გარეთ.
მეც ბევრ რამეს ვაკეთებდი, რაც ჩემს ვალდებულებაში არ შედიოდა და ასე არ გამოვსულვარ და გაურკვეველი მიზეზების გამო არ მითქვამს. ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას. უბრალოდ ეგაა, თავმოყვარეობა გაქვს, ან - არა. და რაც შეეხება კატას, მაქსიმუმ ორი წელია, რაც ჰყავს. კატას მოვლა სჭირდებოდა ძალიან დიდიო, სიგიჟეა", - წერს ენი გასოევა.
03/17/2026