Logo

"მგონი, საქმე საკმაოდ რთულადაა" - ხვიჩა კვარაცხელიამ გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს

"მგონი, საქმე საკმაოდ რთულადაა" - ხვიჩა კვარაცხელიამ გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს

01/29/2026

ტექსტის ზომა

პსჟ-სა და ნიუკასლს შორის, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა 22-ე წუთზე მეტოქე ფეხბურთელის - ანტონი ელენგას უხეშობის შედეგად ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ხვიჩა კვარაცხელია

"მგონი, საქმე საკმაოდ რთულადაა, თუმცა იმედია, ვცდები. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე მგონია", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ხვიჩა კვარაცხელია

ქართველი ფეხბურელი გამოკვლევას ხვალ ჩაიტარებს და საბოლოოდ დადასტურდება, რამდენად მძიმეა "კვარას" ტრავმა.

წყარო:LaGazzettaDelloSport Georgia

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026