Logo

ბიზნეს ამბები

Mi-School - „გააზიარე, განვითარდი, გაიმარჯვე!“- კომპანია Mihouse-ის ახალი ინიციატივა თანამშრომლების პროფესიული ზრდისთვის

Mi-School - „გააზიარე, განვითარდი, გაიმარჯვე!“- კომპანია Mihouse-ის ახალი ინიციატივა თანამშრომლების პროფესიული ზრდისთვის

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე ბიზნესში წარმატებას მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი ან მომსახურება აღარ განსაზღვრავს. კონკურენტულ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამშრომლების პროფესიული განვითარება და ის ცოდნა, რომელსაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ. სწორედ ამ იდეას ეფუძნება კომპანია “მიჰაუსის“ ახალი შიდა განვითარების პლატფორმა Mi-School, რომელიც ცოდნის გაზიარებას, პროფესიულ ზრდასა და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი” მომხმარებელს სამშენებლო, სარემონტო, დიზაინერულ და პროფესიონალურ პროდუქტებს სთავაზობს, რომელთა სწორად შერჩევა ხშირად სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. თითოეული თანამშრომლის კომპეტენცია, მომსახურების ხარისხზე პირდაპირ აისახება. სწორედ ამიტომ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ პროდუქტის სიღრმისეული ცოდნა, პროფესიული უნარების მუდმივი განვითარება და გამოცდილების გაზიარება წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

Mi-School სწორედ ამ მიზანს ემსახურება შექმნას გარემო, სადაც საუკეთესო თანამშრომლები საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს უზიარებენ, გუნდი მუდმივად ვითარდება, ხოლო მომხმარებელი კიდევ უფრო კვალიფიციურ და პროფესიონალურ მომსახურებას იღებს.

რა არის პროექტის მთავარი არსი, როგორ მუშაობს ის და რა სარგებელს მოუტანს როგორც თანამშრომლებს, ისე მომხმარებლებს? ამ თემაზე zmna.ge “მიჰაუსის” სტრატეგიული განვითარების აღმასრულებელ დირექტორს, თიკო მაღრაძეს ესაუბრა.

- პირველ რიგში, გვიამბეთ, რა არის Mi-School და რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტის შექმნა?

“მიჰაუსისთვის” უმთავრესი ღირებულება ძლიერი, პროფესიონალი და მოტივირებული გუნდია. დღეს ბიზნესგარემო ძალიან სწრაფად იცვლება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს მუდმივად ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა.

მიჰაუსი

სწორედ ამიტომ შევქმენით Mi-School - შიდა განვითარების პლატფორმა, რომლის მიზანიც თანამშრომლების პროფესიული ზრდა და ცოდნის უწყვეტი გაზიარებაა. კომპანიაში უკვე გვყავს უამრავი მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრი, რომელთა პრაქტიკული გამოცდილებაც უძვირფასესი აქტივია.

- Mi-School-ის სლოგანია „გააზიარე, განვითარდი, გაიმარჯვე!“. რას ნიშნავს ეს გზავნილი?

ეს სლოგანი ძალიან კარგად ასახავს პროექტის არსს.

გააზიარე - ჩვენი საუკეთესო თანამშრომლები მზად არიან, საკუთარი ცოდნა და რეალური ქეისები გაუზიარონ კოლეგებს.

განვითარდი - ამ ცოდნის ბაზაზე ახალი კადრები სწრაფად გადიან ადაპტაციას, ხოლო არსებული გუნდის წევრები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას და ავითარებენ ლიდერულ უნარებს.

გაიმარჯვე - განვითარებული და შეკრული გუნდით კომპანია აღწევს დასახულ მიზნებს, რაც საერთო გამარჯვებაა. ჩვენ გვინდა, რომ თანამშრომლებმა საკუთარი გამოცდილება მხოლოდ პირად მიღწევად არ აღიქვან, არამედ საერთო წარმატების ნაწილად აქციონ. იგებს თანამშრომელი, იგებს კომპანია და, რაც მთავარია, იგებს მომხმარებელი, რომელიც უმაღლესი ხარისხის მომსახურებას იღებს.

- პროექტი ეფუძნება იდეას „საუკეთესოები ავითარებენ სხვებს“. რატომ აირჩიეთ სწორედ ეს მიდგომა?

რადგან ყველაზე ეფექტური სწავლება ხშირად რეალური გამოცდილებიდან მოდის. ჩვენს გუნდში ბევრი პროფესიონალია, რომლებიც ყოველდღიურად აგროვებენ ცოდნას, პოულობენ ეფექტურ გადაწყვეტილებებს და აღწევენ შედეგებს. გვინდა, რომ ეს გამოცდილება ერთ ადამიანთან არ დარჩეს და მთელი გუნდის განვითარების წყაროდ იქცეს. როდესაც წარმატებული თანამშრომელი საკუთარ პრაქტიკას სხვებს უზიარებს, სწავლების პროცესი გაცილებით ცოცხალი, საინტერესო და პრაქტიკულია.

- როგორ უკავშირდება Mi-School „თვის თანამშრომლის“ პროგრამას?

ეს ორი ინიციატივა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ყოველთვიურად გამოვავლენთ საუკეთესო თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ არა მხოლოდ ფულად ბონუსსა და აღიარებას, არამედ Mi-School-ის ტრენერის როლსაც. ამგვარად, წარმატება მხოლოდ ჯილდოთი არ სრულდება. საუკეთესო თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი გამოცდილებით სხვების განვითარებაში შეიტანონ წვლილი და კომპანიის შიდა ექსპერტებად ჩამოყალიბდნენ.

- როგორ ფორმატში ჩატარდება ტრენინგები?

პროექტის ფარგლებში არჩეული თანამშრომელი კვირაში ერთხელ, დაახლოებით ერთსაათიან ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგები განკუთვნილი იქნება როგორც ახალი თანამშრომლებისთვის, ისე გუნდის სხვა წევრებისთვის. მთავარი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ გამოცდილებაზე და იმ ცოდნაზე, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში რეალურად გამოიყენება.

- რა თემებზე შეძლებენ თანამშრომლები ცოდნის გაზიარებას?

თემები მრავალფეროვანი იქნება და ძირითადად იმ მიმართულებებს მოიცავს, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ეფექტური გაყიდვების ტექნიკები, მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის სიღრმისეული ცოდნა, წარმატებული პრაქტიკული ქეისები და სხვადასხვა გამოცდილება, რომელმაც კონკრეტულ თანამშრომელს შედეგის მიღწევაში შეუწყო ხელი.

მიჰაუსი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგები მაქსიმალურად პრაქტიკული და რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული იყოს.

- რა სარგებელს იღებენ თავად თანამშრომლები, რომლებიც ტრენერის როლში გვევლინებიან?

პირველ რიგში, ისინი კიდევ უფრო მეტად ავითარებენ საკუთარ პროფესიულ და ლიდერულ უნარებს. სხვისთვის ცოდნის გადაცემა ადამიანს აიძულებს, საკუთარი გამოცდილება გააანალიზოს, დაალაგოს და უკეთ გააცნობიეროს. ამასთან, საჯარო გამოსვლები, აუდიტორიასთან მუშაობა და ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი გამოცდილებაა კარიერული განვითარების თვალსაზრისითაც. ამ ყველაფერს ემატება აღიარება და მოტივაცია, რაც თანამშრომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა სარგებელს მოუტანს პროექტი მთლიანად კომპანიას?

Mi-School ხელს შეუწყობს ძლიერი შიდა ექსპერტების ჩამოყალიბებას და ცოდნის უწყვეტ გაცვლას. როდესაც გამოცდილება სისტემურად გადაეცემა გუნდს, იზრდება მომსახურების ხარისხი, თანამშრომლები უფრო სწრაფად ეუფლებიან ახალ უნარებს, ხოლო ახალბედა კადრების ადაპტაცია მნიშვნელოვნად მარტივდება. საბოლოოდ, კომპანია იღებს უფრო ძლიერ, უფრო პროფესიონალ და მეტად მოტივირებულ გუნდს.

- რა როლი ექნებათ HR-სა და მარკეტინგის გუნდებს პროექტის განვითარებაში?

HR გუნდი პასუხისმგებელი იქნება თანამშრომლების შეფასებაზე, თვის თანამშრომლების შერჩევასა და ტრენინგების პროცესის ორგანიზებაზე. რაც შეეხება მარკეტინგს, მათი ამოცანა იქნება Mi-School-ის ვიზუალური და საკომუნიკაციო გარემოს შექმნა, პროექტის პოპულარიზაცია შიდა არხებში და იმ თანამშრომლების წარმოჩენა, რომლებიც საკუთარი ცოდნის გაზიარებით სხვების განვითარებას უწყობენ ხელს.

- რას ელოდებით Mi-School-ისგან მომავალში? გლობალურად რა ღირებულებას შექმნის ის “მიჰაუსისთვის” და მისი მომხმარებლისთვის?

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და მუდმივ განვითარებას ყოველდღიური საქმიანობის ბუნებრივ ნაწილად აღიქვამენ.

ჩვენ ვქმნით ცოდნის უწყვეტი გაზიარების კულტურას. მომხმარებლისთვის კი ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი “მიჰაუსში“ შემოვლენ, მათ დახვდებათ კიდევ უფრო კვალიფიციური, პროდუქტებში კარგად გარკვეული და მომსახურებაზე ორიენტირებული პერსონალი.

ამავდროულად, ეს პროექტი აძლიერებს ბრენდს, როგორც დამსაქმებელს. პოტენციურმა კადრებმა იციან, რომ “მიჰაუსში“ მოსვლით ისინი მიიღებენ არა უბრალოდ სამუშაოს, არამედ განვითარების რეალურ, მუშა სისტემას.

ავტორი: ზმნა

06/24/2026

ბიზნესიგანვითარებამისქულიმიჰაუსისარემონტო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024