Logo

"მიბარებდა, გვერდით მისვამდა და ხინკალს მაჭმევდა..." - გოდერძი ჩოხელი მზრუნველ პატრიარქზე

"მიბარებდა, გვერდით მისვამდა და ხინკალს მაჭმევდა..." - გოდერძი ჩოხელი მზრუნველ პატრიარქზე

03/23/2026

ტექსტის ზომა

დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა თვითმკვლელობა რომ სცადა, პატრიარქმა მის მიმართ დიდი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინა და ცოტა ხნით, მასთან ცხოვრება შესთავაზა.

ამაზე ის თავის მოთხრობაში - "გუდამაყრელი იები" წერს. უწმინდესზე კი ამბობდა:

"ჩვენი ისტორიის მანძილზე, როცა გვიჭირდა, ღმერთი მაინც მოგვივლენდა ხოლმე დიდ ადამიანს. ეს დიდი ადამიანები გულთაბოძებად შეუდგებოდნენ ხოლმე ქართველ ერს და მთელ სიმძიმეს თვითონ იტვირთავდნენ. სწორედ ასეთი გულთაბოძია მისი უწმინდესობა XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე.

უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ბუნებით ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. პირადად მე ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც."

გოდერძი და უწმინდესი

ამონარიდი გოდერძის მოთხრობიდან - "გუდამაყრელი იები"

***

"მეძახდა ხოლმე. მიბარებდა. გვერდით მისვამდა და ხინკალს მაჭმევდა. პატრიარქმა იცის, რომ ხინკალი მიყვარს. აბა, მე და გოდერძის ხინკალი მოგვიტანეთო, - იტყოდა და მოიტანდნენ ხინკალს.

- აი, მე ორი ცალი შევჭამე, ორი შენ უნდა შეჭამოო, - მეტყოდა ხოლმე.

ისე მიჭირდა ჭამა, ხელები მიკანკალებდა. ჩემთვის წამება იყო პატრიარქის თვალწინ ჭამა, მერიდებოდა ძალიან...

თავი რომ მოვიკალი, იმის მერე საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მითხრა, ცოტა ხანს ჩემთან იცხოვრეო... ეს წიგნები მაქვსო, აქო, ხატებს ვწერო. ბაღში ჩავიდეთ ხოლმეო, ყვავილები მოვრწყოთო...

ამ ზაფხულსაც შევხვდი ფასანაურში. მამა ტარიელი გამოგზავნა, გოდერძი ამოიყვანეო.

როგორ ხარო, - მკითხა. მერე თვითონმა მითხრა, არა ხარო ცუდად.

დარდი რომ შემატყო, მითხრა, აბა, მაშ მე რა ვქნაო...

საჩუქრებსაც მჩუქნის. შარშან პალტო მაჩუქა.

ფულს მჩუქნის ხოლმე..."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026