სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი ამიერკავკასიაში იუბილარია.
„მიჰაუსი“ 6 წლის გახდა და საიუბილეო პერიოდს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით აღნიშნავს.

ბრენდის დაბადების დღე წელს მხოლოდ სიმბოლური თარიღი არ არის. ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვინც სახლის განახლებას, რემონტს, ეზოს მოწყობას ან საჭირო ნივთების შეძენას გეგმავს.
6-19 ივლისის ჩათვლით, „მიჰაუსში“ საიუბილეო ფასდაკლება იმოქმედებს. კამპანიის მთავარი გზავნილი მკაფიოა - „ქვეყანაში საუკეთესო ფასები“. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ამ პერიოდში, სახლისთვის საჭირო პროდუქციის შეძენა განსაკუთრებულ ფასად შეუძლია.
6 წელი „მიჰაუსისთვის“ განვითარების, გამოცდილების მიღებისა და მომხმარებლის ნდობის დაგროვების პერიოდია. ამ წლების განმავლობაში, კომპანია ბევრისთვის იქცა სივრცედ, სადაც სახლისთვის საჭირო პროდუქტის შერჩევა მარტივი, პრაქტიკული და ხელმისაწვდომია.
„მიჰაუსი“ მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს მომსახურების მრავალფეროვან არჩევანს - მშენებლობისა და რემონტისთვის აუცილებელ პროდუქტს და პროფესიონალურ კონსულტაციას ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს რემონტი, ინტერიერის განახლება, ეზოს მოწყობა, განათება, იატაკის საფარის, ხელსაწყოების თუ სხვა საჭირო ნივთების შეძენა...
წლევანდელი საიუბილეო კამპანიის მთავარი იდეა, დაბადების დღის მომხმარებელთან ერთად აღნიშვნაა. „მიჰაუსი“ ამ პერიოდს მადლობის ფორმად აქცევს და განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს ყველას, ვინც საკუთარ სახლზე ზრუნავს, უკეთეს გარემოს ქმნის და ხარისხიან არჩევანს ეძებს.

დღეს, როცა ფასი პროდუქციის შეძენისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ფასდაკლების აქცია განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც, „მიჰაუსის“ საიუბილეო შეთავაზებები საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს, სახლი ისე განაახლოს, რომ ბიუჯეტი მაქსიმალურად სწორად გამოიყენოს. ასევე მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებას დიდი ხანია გეგმავდა და ხელსაყრელ პირობებს ელოდებოდა.
6-19 ივლისის ჩათვლით, „მიჰაუსის“ დაბადების დღესთან დაკავშირებული აქციების პირობებში, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ოცნება რეალობად აქციოს. ეს არის პერიოდი, როცა გადადებული რემონტი, დაგეგმილი შენაძენი ან სახლის მცირე განახლება, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

„მიჰაუსი“ 6 წლისაა და ამ იუბილეს, ერთგულ მომხმარებელთან ერთად, ქვეყანაში საუკეთესო ფასებით აღნიშნავს. აიხდინეთ ოცნებები "მიჰაუსთან" ერთად. მიიღეთ ხარისხიანი არჩევანი, მრავალფეროვანი პროდუქცია, პრაქტიკული გადაწყვეტილებები და განსაკუთრებული ფასი თქვენი საყვარელი ბრენდის დაბადების დღის აღსანიშნავად.
07/07/2026