Logo

"მიხარია, რომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე" - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი 24 წლისაა

"მიხარია, რომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე" - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი 24 წლისაა

11/10/2025

ტექსტის ზომა

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი 24 წლის გახდა. მსახიობი, სოციალური ქსელის მეშვეობით, შვილს ასე ულოცავს დაბადების დღეს:

"24 წლის გახდა ეს ლამაზი გოგო. გილოცავ. მიხარია, რომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე" - წერს ბეგაშვილი ფეისბუქზე.

შორენა ბეგაშვილი

ევა ბარბაქაძე მსახიობის ერთადერთი შვილია. ის პატარა იყო, როცა რუსთავში მცხოვრები მშობლები გაიყარნენ. მას შემდეგ ბევრი რამ გამოიარეს.

ევა ბარბაქაძე

იყო განსაცდელებიც; 2016 წელს 14 წლის ევა საკუთარი ოთახის ფანჯარიდან გადავარდა და ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობებით თურქეთის კლინიკაში გაიარა მკურნალობა. მაშინ სრულიად ერი ლოცულობდა პატარა ევას გამოჯანმრთელებისთვის...

დღეს დედა-შვილი დიღომში, დიდ სახლში, ბედნიერად ცხოვრობს.

ევა ბარბაქაძე

ევა შეყვარებულია. მისი რჩეულის ფოტოები კი მოხვდა ტაბლოიდურ გამოცემებში, თუმცა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

ევა ბარბაქაძეევა ბარბაქაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026