კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", დაოჯახებულ ბოსზე შეყვარებული დეტექტივი გოგონას როლით გაიცნო.
თუმცა მარიამის სამსახიობო კარიერა გაცილებით ადრე, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებიდან ძალიან მალე, რუსთაველის თეატრში დაიწყო. სამწუხაროდ, მარიამს თეატრის დატოვება მალე, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მოუხდა.
მას შემდეგ კიდევ რამდენიმე თეატრში ითამაშა. რამდენჯერმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში სკანდალური განცხადების გამოც მოხვდა.
ამჯერად მარიამ ცქიფურიშვილმა ყურადღება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიიქცია, სადაც მსახიობი ქართულ თეატრებს აკრიტიკებს.
„36 წლის მანძილზე მილიონი ბანძი თეატრი არსებობს და ერთი ძღინკიანი შტატი 500 ლარიანი ხელფასით ვერ გამოიძებნა ჩემთვის…
უბრალოდ თავი რომ გამეტანა, არავის უფიქრია რითი შეიძლება თუნდაც ელემენტარულად თავი ვაარსებო (შემოქმედებით სულიერ, სასიცოცხლო საკვებზე აღარ მაქვს საუბარი)…
უბრალოდ რომ გადავრჩენილიყავი ცოცხალი, უბრალოდ სიცოცხლე რომ გამეგრძელებინა…არა მთლად ფინანსური, უფრო ფუნქციური სიცოცხლე, რაც ხანდახან ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე პური!
თან არ გეგონოთ მცდელობა დავაკელი, ყველგან და ყველასთან ვიყავი თითქმის.
იქაც კი, სადაც ჩემი ყოფნა მათთვის უფრო პრესტიჟული იქნებოდა, ვიდრე ჩემთვის.
და გაქსუებული დირექტორებივით მხვდებოდნენ.
კაციშვილმა არ გამოიჩინა გულისხმიერება.
მარტო პლაკატური ღიმილი და კი-კის ძახილი, თუმცა მთელი ენერგეტიკით რომ იგრძნობა “არა, არ გვჭირდები, გვყავს”. :))
ერთადერთი იყო ჭოლა, ვინც შედარებით ადამიანურობა გამოიჩინა და ყველაზე მეტად, ობიექტურად ის არ იმსახურებს კრიტიკას ჩემგან.
თუმცა ჩემს პროფესიულ გაუქმებაში, ყველას აქვს თავის წილი.
მაგრამ დანარჩენები ხომ საკუთარი ეგოებით და განდიდების მანიით დაბრმავებულები არიან.
ეჭვიც არ ეპარებათ, რომ შეიძლება უნიჭოები და გაუნათლებლები იყვნენ.
უნდა ნახოთ, უბრალოდ, რა ხალხით და “მსახიობებით” ან “რეჟისორებით” არის სავსე თეატრების უმეტესობა.
სოფლის კლუბი.
მიდით და ნახეთ! თავად გადაამოწმეთ!
თან თავი კიტრები ჰგონიათ უმეტესობას.
ეგო კი აქვთ გივი სიხარულიძის 25 სანტიმეტრიანივით.
ეჭვიც კი არ შეჰპარვიათ, საერთოდ, სწორი არჩევანი გააკეთეს ცხოვრებაში? სწორ ადგილას არიან?
სიახლის შიშით შებყრობილები და ჩვეულ რუტინაში დამხრჩალები, ვითომ ეკუთვნით… ვითომ ცხოვრობენ, ვითომ რამე მნიშვნელოვანს ქმნიან ან აკეთებენ, ვითომ კეთილები და გულისხმიერები, ვითომ ერთმანეთზე მოფიქრალები.
ვითომ მხოლოდ მათი იყოს ეს სამყარო, ვითომ მხოლოდ მათი იყოს ის სივრცეები სადაც ცხოვრებამ შემთხვევითობის პრინციპით ან ნეპოტიზმით, თუ ვირეშმაკობით მოახვედრა.
აბა, გაბედოს ვინმემ და ჩემს სამსახიობო შესაძლებლობებზე ხმა აიმაღლოს! იქვე წავაჭრი ენას!
რადგან არავინ! სინამდვილეში არავინ იცის, რა შესაძლებლობები მქონდა ამ მხრივ რადგან არავინ! არასოდეს! მომცა ასპარეზი მეთამაშა ჩემთვის შესაფერისი როლი, რომ ეს დაენახა!
ეტყობა, კარგად ვერ ვეტენე ტრა...ში, თან დიპლომატიურად, ამ ბანძ დირექტორებად ქცეულ “შემოქმედებს”.
და რიჟიკასავით სასაცილო ანეკდოტებით ვერ გავართე ერთფეროვნებით და მოწყენილობით რეპეტიციებზე ჩაძინებული, მხვრინავი და მართლა საბჭოთა დირექტორებად ქცეული სამხატვრო ხელმძღვანელები.
კომფორტის ზონაში დიდხანს ყოფნისგან ჩამკვდარები.
თქვენი არაა ეს სამყარო, თქვე სულით და ხორცით დაბრმავებულებო!
უნიჭობაში ჩაკარგულებო.
ყოველ დღე ვდგები სიცოცხლის უნარიანი, ენერგიული, სიხარულით სავსე, იდეებით, წესით, რეპეტიცია-რეპეტიციაზე რომ უნდა მქონდეს და არ გამაუქმეს ამ ხარბმა და ამოუპირავმა ხალხმა?!
ჩაჩოჩებაც რომ ეძნელებათ, არა თუ ასპარეზის დროებით დათმობა ერთმანეთისთვის.
თქვენ ხართ სოციალური მკვლელები და აუცილებლად მოგთხოვთ ამის გამო ცხოვრება პასუხს!
არაფერია მუდმივი, სიცოცხლეც კი, ხოდა, თქვენი ადგილები ხომ მითუმეტეს არ იქნება მუდმივი,“ - წერს მსახიობი.
01/09/2026