Logo

მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

10/11/2026

ტექსტის ზომა

რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირაში? - გთავაზობთ ასტროლოგ სოფია ბზეკალავას პროგნოზს.

ვერძი

ვერძი

ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მიმდინარე კვირა საკმაოდ ჰარმონიული და პროდუქტიული იქნება. სატურნისა და მარსის არაჩვეულებრივი ასპექტი განსაკუთრებით ხელს უწყობს სამსახურებრივ წინსვლას, პროფესიულ განვითარებასა და ამბიციების რეალიზებას. თუმცა, თუ გრძნობთ, რომ რაღაც ხელს გიშლით წინსვლაში, ცვლილებები პირველ რიგში საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ.

ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დააკვირდეთ არა იმდენად იმას, როგორ გექცევიან სხვები, არამედ იმას, როგორ რეაგირებთ მათ ქცევებზე. გადახედეთ საკუთარ რეაქციებს, ურთიერთობებში არსებულ საზღვრებს და ფასეულობათა სისტემას.

იწყება მნიშვნელოვანი პერიოდი პირადი და პარტნიორული ურთიერთობებისთვისაც. გექნებათ შესაძლებლობა, იპოვოთ წყვილი ან მოაწესრიგოთ არსებული ურთიერთობები, თუმცა ამისთვის გარკვეული დასკვნების გამოტანა მოგიწევთ. დაფიქრდით, სად იქცეოდით ეგოისტურად და სად ითმენდით სხვის ეგოიზმს, ან გასცემდით იმაზე მეტს, ვიდრე საჭირო იყო.

ეს შესანიშნავი კვირაა თვითდისციპლინის, საკუთარ თავზე მუშაობისა და საქმიანი თანამშრომლობისთვის.

კურო

კურო

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის კვირის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ჰარმონიული იქნება. ამიტომ შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები, შეთანხმებები და მოლაპარაკებები სწორედ ამ პერიოდში მოაგვაროთ.

შესაძლოა, გამოინახოს ახალი გზები იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც აქამდე სხვადასხვა მიზეზით ვერ გვარდებოდა. ამავდროულად, კუროებისთვის შინაგანი გადაფასების მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება. დაფიქრდით, რატომ ხარჯავთ საკუთარ რესურსს (იქნება ეს ფული, დრო თუ ემოციური ენერგია) იმაზე, რაც რეალურად აღარ გჭირდებათ.

კვირის ბოლოს გარკვეული გაკვეთილების გავლაც მოგიწევთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ რეაგირებთ გარშემომყოფების ქცევებზე და რამდენად შეგიძლიათ, ყველაფერი პირად შეურაცხყოფად არ მიიღოთ. სამსახურში, გუნდსა და კოლექტივში მიმდინარე პროცესებს ნუ დააჩქარებთ.

რამდენიმე დღის განმავლობაში მოვლენების ფორსირება სასურველი არ არის. გახსოვდეთ, ზოგჯერ თქვენი სიმშვიდე გაცილებით ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე თქვენი საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ არ არის საჭირო მუდმივად რომელიმე როლის თამაში და სხვების მოლოდინებზე მორგება. იყავით საკუთარი თავი.

ტყუპები

ტყუპები

ტყუპების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მიმდინარე კვირა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული ემოციებით იქნება დატვირთული. შესაძლოა, გარკვეული შფოთვაც იგრძნოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგახართ.

ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა საქმიანობის მიმართულების შეცვლაზე დაიწყოს ფიქრი, ზოგთან კი მნიშვნელოვანი პროფესიული ცვლილებები მიმდინარეობდეს. თუმცა, ჯერჯერობით, მოვლენების სრული სურათი არ ჩანს. ჩემი რჩევაა, ნუ იჩქარებთ და ნუ შეეცდებით პროცესების ხელოვნურად დაჩქარებას.

დაახლოებით 24-28 ოქტომბრის პერიოდში იმ საკითხებს, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, საბოლოო სიცხადე მოეფინება. ამ კვირაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას. შესაძლოა, ძალიან ფასეული რჩევა მიიღოთ იმ ადამიანებისგან, ვის უპირობო სიყვარულშიც დარწმუნებული ხართ. განსაკუთრებით ეს ეხება პარტნიორსა და უფროს შვილებს. ყურადღებით მოუსმინეთ მათ. შესაძლოა, სწორედ საჭირო დროს მიღებული რჩევა აღმოჩნდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

კირჩხიბი

კირჩხიბი

კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევისა და კომპრომისების პერიოდია. განსაკუთრებით ეს ეხება ოჯახს, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, უძრავ ქონებასა და საერთო რესურსებს.

თუ აქამდე არსებობდა სიტუაციები, რომლებშიც თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ან განაწყენებულად გრძნობდით, მიმდინარე კვირაში შესაძლოა გარკვეული საკითხები გამოიკვეთოს და მათი მოგვარების გზებიც გამოჩნდეს.

ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრების რჩევებს. კირჩხიბებს ხშირად აქვთ მიდრეკილება, ნაკლებად გაითვალისწინონ იმ ადამიანების სიტყვები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად არიან. თუმცა შესაძლოა, სწორედ ასეთი ადამიანისგან მიიღოთ ძალიან ფასეული რჩევა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: დაფიქრდით, ვის ეუბნებით მუდმივად „ოდესმე მოვიცლი“, „ახლა ამის დრო არ მაქვს“. ეს შეიძლება იყოს თქვენი შვილი, დედა ან სხვა ახლობელი ადამიანი, რომლისთვისაც დროს ვერასოდეს პოულობთ. გახსოვდეთ, დრო ძალიან სწრაფად გადის. ამიტომ მიმდინარე კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, ვისთან ურთიერთობას სჭირდება თქვენი ყურადღება დღეს და არა ოდესმე, მომავალში.

ლომი

ლომი

ლომების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის შესანიშნავი პროგნოზი მაქვს!

მიმდინარე კვირაში მზისა და იუპიტერის არაჩვეულებრივი ასპექტი მოქმედებს, რაც ოპტიმიზმს, თავდაჯერებასა და გამბედაობას ზრდის. შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება გარკვეული მოვლენებისა და ადამიანების მიმართ.

დაინახავთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც აქამდე გეჩვენებოდათ. გაგიჩნდებათ სურვილი, წარსულზე ფიქრსა და ზედმეტ შფოთვას თავი დაანებოთ. ეს ძალიან კარგი პერიოდია შეთანხმებებისა და ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, განსაკუთრებით მშვილდოსნისა და თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. შესაძლოა, სწორედ მათგან მიიღოთ მნიშვნელოვანი რჩევა ან დახმარება.

თუმცა ამ კვირაში ლომებს კიდევ ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვთ დადებითი გავლენა მოახდინონ სხვა ადამიანებზე. შესაძლოა, ვერც კი წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თქვენი ერთი სიტყვა ვიღაცისთვის. ზოგჯერ უბრალო კომპლიმენტმა, გულწრფელმა გამხნევებამ ან დროულად მიცემულმა რჩევამ შეიძლება ადამიანს მთელი დღე შეუცვალოს.

ამიტომ ნუ დაიშურებთ კეთილ სიტყვებს. მიმდინარე კვირაში თქვენს სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვს.

ქალწული

ქალწული

ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მატერიალური და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა, დაიწყოს ისეთი შეთანხმებებისა და დავების გარკვევა, რომლებიც აქამდე მოუგვარებელი რჩებოდა.

თუ ფინანსურ ან პარტნიორულ საკითხებში თავს უსამართლოდ დაჩაგრულად გრძნობდით, ახლა შესაძლოა ვითარება თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პერიოდი ქალწულის ნიშნით დაბადებული ქალებისთვის.

შესაძლოა, სწორედ ახლა დაიწყოს იმ სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ამ კვირაში გექნებათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ და ახალი პერსპექტივები დაინახოთ. თუმცა ერთი აუცილებელი პირობა არსებობს: უნდა იყოთ კოლეგიალური და დიპლომატიური. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებს უნდა მოერგოთ ან საკუთარ პრინციპებზე უარი თქვათ. პირიქით, სწორედ ზომიერი დიპლომატია, კომპრომისისთვის მზადყოფნა და ადამიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს წარმატების საფუძველი.

შესაძლოა, ამ კვირაში ყველაზე მყარად დახურული კარიც კი გააღოთ, თუ სწორ მიდგომას შეარჩევთ. ამიტომ აუცილებლად სცადეთ იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებთან შეთანხმებაც აქამდე შეუძლებლად მიგაჩნდათ.

სასწორი

სასწორი

სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები კვლავ კვირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, როდესაც სამართლიანობის აღდგენისა და საკუთარი თავის ფასის გაცნობიერების შესაძლებლობა მოგეცემათ.

თუმცა კვირის ბოლოს ვენერასა და პლუტონის დაძაბული ასპექტი პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში გარკვეულ გამოწვევებს შექმნის. შესაძლოა, აღმოჩნდეთ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე.

დაფიქრდით, რას ითმენთ მხოლოდ იმის შიშით, რომ ცვლილებების შემთხვევაში ყველაფერი უფრო ცუდად იქნება. ჩემი რჩევაა, ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ინტერესების დაცვისა და პირადი საზღვრების განსაზღვრის. სასწორებისთვის ამ კვირის მთავარი ამოცანაა გააცნობიერონ, რომ ისინი საკმარისად კარგები და ღირებულები არიან სწორედ ისეთები, როგორებიც არიან.

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ჩაიხედეთ სარკეში და შეახსენეთ საკუთარ თავს, რამდენად მნიშვნელოვანი, კარგი და საკმარისი ხართ. არ არის საჭირო მუდმივად იდეალური მეუღლის, მეგობრის ან პარტნიორის როლის თამაში.

თქვენ გაქვთ უფლება, უბრალოდ საკუთარი თავი იყოთ. თუ ამ არჩევანს გააკეთებთ და საკუთარი თავის ერთგული დარჩებით, თქვენს ცხოვრებაში გაცილებით უკეთესი პერიოდი დაიწყება.

მორიელი

მორიელი

მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული, თუმცა პროდუქტიული იქნება. ეს შესანიშნავი დროა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, იმიჯის განახლებისთვის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად და მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

კვირის ბოლოს კი შესაძლოა წარმოიშვას სიტუაციები, როდესაც იგრძნობთ, რომ არჩევანი არ გაქვთ ან ვიღაც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას გაიძულებთ.

ჩემი რჩევაა, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რამდენიმე დღით გადადოთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით კვირის ბოლოსა და მომდევნო კვირის პირველ ნაწილში. არ მიიღოთ გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გაჩქარებთ.

შესაძლოა, ჯერ თავადაც არ იცოდეთ ზუსტად, რა გსურთ.

ასევე შეეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით კუროსა და სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. ეს ეხება იმ ურთიერთობებსაც, რომლებშიც გრძნობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უკვე ამოწურეთ, თუმცა მეორე მხარე კვლავ რაღაცას ითხოვს თქვენგან. რამდენიმე დღით სიმშვიდის შენარჩუნება გაცილებით მომგებიანი იქნება.

გახსოვდეთ, ზოგჯერ თქვენი სიჩუმე უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე საუბარი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები მიმდინარე კვირაში ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან! მზისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი განსაკუთრებულ მომხიბვლელობას, თავდაჯერებასა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარს შეგმატებთ.

ამ კვირაში თქვენი სიტყვა და პიროვნული გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იქნება. შესანიშნავი პერიოდია ადამიანების დასარწმუნებლად, საკუთარი იდეების წარსადგენად და ახალი პროექტების მოსამზადებლად. განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება კვირის შუა პერიოდი.

თუმცა ჯერჯერობით არ არის სასურველი გრანდიოზული ახალი წამოწყებების დაწყება. ახლა უკეთესია მომზადება, შესაძლებლობების შეფასება, რესურსების გადათვლა და სამომავლო გეგმებისთვის საფუძვლის შექმნა.

ურთიერთობების თვალსაზრისითაც ძალიან კარგი პერიოდი გელოდებათ. შესაძლოა, გამოასწოროთ წარსულში მეგობრებთან დაშვებული შეცდომები, დაიბრუნოთ ძველი მეგობრები ან მათი კეთილგანწყობა.

ზოგიერთ შემთხვევაში კი სწორედ თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, აპატიოთ ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა წარსულში გაგიფუჭდათ. გამოიყენეთ ეს კვირა შერიგების, ურთიერთობების აღდგენისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

თხის რქა

თხის რქა

თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მიმდინარე კვირა საკმაოდ წარმატებული იქნება. სატურნისა და მარსის ჰარმონიული ასპექტი დაგეხმარებათ, იყოთ ზომიერად გამბედავი, თავდაჯერებული და მიზანმიმართული.

ეს კარგი პერიოდია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. თუ რაიმე გაწუხებთ, სასურველია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, ჩაიტაროთ საჭირო გამოკვლევები და ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, ხელსაყრელი პერიოდია სტომატოლოგთან ვიზიტისა და დაგეგმილი პროცედურებისთვისაც. მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი პროფესიულ სფეროში. შესაძლოა, გადაწყდეს ისეთი საკითხები, რომლებიც სამსახურსა და თქვენს მომავალ განვითარებას უკავშირდება.

თუმცა აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სწორ კომუნიკაციას. ჩემი რჩევაა, ნუ იჩქარებთ, ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული. მშვიდად, კორექტულად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა გსურთ და რა აღარ გსურთ. დარწმუნებული იყავით, მშვიდად ნათქვამ სიტყვას გაცილებით უკეთ გაიგებენ. სწორედ ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხების წარმატებით მოგვარებაში.

მერწყული

მერწყული

მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მიმდინარე კვირა საკმაოდ ჰარმონიული იქნება, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი. ამ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სწორ დროს მიღებულ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

თუ აქამდე გარკვეული საკითხები ვერ გვარდებოდა ბიუროკრატიული დაბრკოლებების, საბუთების ან სხვადასხვა ოფიციალური პროცედურის გამო, შესაძლოა, სწორედ ახლა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია უცხოეთთან, სწავლასთან, განათლებასთან და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. თუ რაიმე სასწავლო პროცესი აქამდე შეჩერებული იყო, შესაძლოა, ახლა მისი განახლების შესაძლებლობა გაჩნდეს.

წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს იურიდიული შეთანხმებები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებიც. ზოგიერთ მერწყულს შესაძლოა მოულოდნელი, დაუგეგმავი მოკლევადიანი მგზავრობაც ელოდებოდეს, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდება. ამ კვირაში ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას ან რჩევას გთავაზობენ. შესაძლოა, სწორედ მათი მხარდაჭერით მოგვარდეს საკითხი, რომელიც აქამდე გადაულახავად გეჩვენებოდათ.

თევზები

თევზები

თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მიმდინარე კვირა ძალიან მნიშვნელოვანია უძრავ ქონებასთან, საერთო ფინანსებთან და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

შესაძლოა, გამოჩნდეს ხელსაყრელი შესაძლებლობები უძრავი ქონების ყიდვისა თუ გაყიდვის მიმართულებით. ასევე შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი რჩევები, რომლებიც ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

თუმცა ამ კვირაში ყველაზე მეტად სწორედ თევზებს გავაფრთხილებდი: ნუ მოჭრით იმ ტოტს, რომელზეც თავად სხედხართ. თქვენ შესაძლოა გქონდეთ მიდრეკილება, იქ ეძებოთ საფრთხე, სადაც რეალურად არაფერი საშიში არ ხდება. შესაძლოა, ყველაფერი კარგად ვითარდებოდეს, საკითხები სასიკეთოდ ლაგდებოდეს, მაგრამ მაინც გიჩნდებოდეთ ეჭვი, ხომ არ იმალება ამ ყველაფრის უკან რაღაც ცუდი? ჩემი რჩევაა, ნუ მისცემთ უსაფუძვლო ეჭვებს შესაძლებლობას, ხელი შეგიშალონ.

ენდეთ პარტნიორს, ყურადღებით შეაფასეთ შემოთავაზებები და შეეცადეთ, მოვლენებს უფრო სტრატეგიულად შეხედოთ. განსაკუთრებით ეს ეხება სამსახურსა და ფინანსურ საკითხებს.

ახლა მნიშვნელოვანია, წინასწარ შეიმუშაოთ მოქმედების გეგმა და გადაწყვეტილებები არა ემოციების, არამედ გააზრებული სტრატეგიის საფუძველზე მიიღოთ. გვერდზე გადადეთ ეჭვები და შეეცადეთ, კარგი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასტროლოგიაზოდიაქოოქტომბერიპროგნოზისოფია ბზეკალავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026