Logo

საზოგადოება

„მინდა, რაც ჩემზე ჭორი დადის, ყველა აღმოჩნდეს მართალი“ - ანა სანაია იუბილარია

„მინდა, რაც ჩემზე ჭორი დადის, ყველა აღმოჩნდეს მართალი“ - ანა სანაია იუბილარია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსახიობი ანა სანაია იუბილარია. საკუთარ დაბადების დღეზე მსახიობმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტსტუსი გამოაქვეყნა, სადაც თავისი განვლილი ცხოვრება შეაფასა.

„ამასობაში სად იყო და სად არა, ჩემმა დაბადების დღემ შემოდგა ფეხი. არის ხალხი, დასანახად რომ არ უყვარს დაბადების დღე.

მე ძალიან მიყვარს და მეტსაც გეტყვით მომწონს (მეტსაც რას გეტყვით არ ვიცი). გრძელი და მხიარული სტატუსი მინდა გამოვიდეს, ამიტომ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ დავიბადე თუ არა მაინცდამაინც კარგად არ წავიდა საქმე, მაგრამ მტრის ჯიბაზე გადავრჩი და ახლა დოლაბივით ვატრიალებ, ისედაც წაღმა-უკუღმად დატრიალებულ ქართულ თეატრს.

კი, ზოგს ჰგონია რომ ეს მე ვარ ვინც მაჩაბელი განგმირა და ახმეტელის დახვრეტაც მე მბრალდება, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მიქნია.

მე მინდა, რომ რაც ჩემზე ჭორი დადის, ყველაფერი აღმოჩნდეს მართალი. რომ მილიონერი საყვარელი მყავს და მილიარდერი ნათლია. ისე პირიქით უფრო მაწყობს. ამბობენ ნათლიაჩემზე მილიარდერიაო, მაგრამ მე თვალით არ მყავს ნანახი. კი მყავს მაგრამ, რაც ემბაზში ჩამაყოფინა თავი, მას მერე კაცს არ უნახავს და არც მე.

მიყვარს ჩემი ცხოვრება. ისეთი როგორიც არის. მადლობა ღმერთს, რომ გამაჩინა. გამაჩინა ერთ, ძააან ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში ირმას და ბაჩოს შვილად. თურმე მომავალში ნინის დად და ქართული თეატრის “გადამტრიალებლად”.

ანა სანაია

პირველი სურათი ვარკეთილშია გადაღებული, მეორე კი - ბელგიაში. ამ ორ ფოტოს შორის და დღევანდელ დღემდე, მადლობა ყველა კეთილ ძალას, რომ სულ ჩემთანაა. მადლობა, რომ ზეციდან ფსკერამდე მიუხედავად ბევრჯერ აშვებ-დაშვებისა. მაინც მეტირება ინოლა გურგულიას სიმღერებზე და საქორწინო მარშებზე. მაინც მეოცნებება თეთრი საქორწინო კაბები.

და მაინც დავრჩი პატარა დიდი, რომელიც დგას კლდესთან ჭვავის ყანაში და იჭერს მოთამაშე ბავშვებს, რომ უფსკრულში არ გადაცვივდნენ,“ - წერს მსახიობი.

ავტორი: ზმნა

01/21/2026

ანა სანაიათეატრიიუბილეჭორები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024