Logo

"მინდოდა შეუძლებელი გამეკეთებინა" - დემნა ნიუ-იორკის ჩვენებაზე

"მინდოდა შეუძლებელი გამეკეთებინა" - დემნა ნიუ-იორკის ჩვენებაზე

05/18/2026

ტექსტის ზომა

დემნა გვასალიამ „გუჩის“ 2027 წლის პირველი, კრუიზული კოლექცია წარადგინა. ჩვენება ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე გაიმართა. რეზორტისა და კრუიზის სამოსი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ცივ სეზონს თბილ ქვეყნებში ატარებენ.

რას ამბობს დიზაინერი ჩვენებაზე:

Gucci-ს ამ ქალაქთან სიყვარულის ისტორია 70 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, Fifth Avenue-ზე. ამიტომ ამ ჩვენების ნიუ-იორკში ჩატარება ბრენდისთვის სახლში დაბრუნებას ჰგავს.

მინდოდა შეუძლებელი გამეკეთებინა და Gucci ამ უზარმაზარი ქალაქის ცენტრში დამეყენებინა — ამიტომ შოუ პირდაპირ Times Square-ის შუაგულში გავმართეთ, სადაც დეკორაციად თავად ეკრანები და ბილბორდები გამოვიყენეთ.

ეს კოლექცია ჩემი „პერსონაჟების კვლევის“ მეთოდის მეოთხე ეტაპია. აქ ერთიანდება La Famiglia-ს, Generation Gucci-ს და Primavera-ს სტილი და განწყობა ერთ მთლიან ხედვაში.
ამჯერად იდეა იყო ისეთი ძირითადი გარდერობის შექმნა, რომელიც Gucci-ს სტილის საფუძველს წარმოადგენს: იდეალური მოკლე პალტო, კლასიკური თრენჩი, საქმიანი კოსტიუმი, აუცილებელი თეთრი პერანგი, იდეალური ფანქრის ფორმის ქვედაბოლო და ამ ყველაფერთან ერთად — იტალიური გლამური და ელეგანტურობა.

დემნა

მინდოდა, ეს კოლექცია ნიუ-იორკის ნამდვილ ხასიათს დამსგავსებოდა, ამიტომ პოდიუმზე ისეთი ადამიანები გამოვიყვანეთ, როგორსაც ამ ქალაქის ქუჩებში ყოველდღე შეხვდები — ადამიანები, რომლებიც თავისებურად იცვამენ და საკუთარი სტილი აქვთ. აქ სხვადასხვა სტილი ერთმანეთში ისე ერთიანდება, როგორც ნიუ-იორკის მრავალფეროვანი ქუჩები და ადამიანები.

დემნა გვასალია

რაც ამ შოუში ნახეთ, უმეტესობა GucciCore-ის ნაწილია — მუდმივი კოლექციის, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდება.
ეს არის ჩემი ხედვა Gucci-ს გარდერობზე: პრაქტიკული, ყოველდღიურად სატარებელი, მაგრამ აშკარად Gucci-სთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი."

საკმაოდ მრავალფეროვანი იყო პოდიუმზე გამოსული მოდელების ჩამონათვალიც. დემნამ არჩევანი ისეთ ცნობილ სახეებზე გააკეთა, როგორებიც სინდი კროუფორდი, ქენდის სვეინპოლი, პერის ჰილტონი, ტომ ბრედი, ანოკ იაი, ემილი რატაკოვსკი, ალექს კონსანი და მარიაკარლა ბოსკონო  არიან.  
კრუიზული კოლექციის ჩვენებას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო – მათ შორის კიმ კარდაშიანი და მერაია ქერი.

დემნა გვასალია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026