Logo

"მიშასთან ერთად რომ დავდივარ, ტაქსის უფასოდ დავყავარ" - რეზო გიგინეიშვილი

"მიშასთან ერთად რომ დავდივარ, ტაქსის უფასოდ დავყავარ" - რეზო გიგინეიშვილი

12/13/2025

ტექსტის ზომა

სულ მალე კინოეკრანებზე რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი "ლირიკა" გამოვა. ფილმში მთავარ როლს მსახიობი მიშა მესხი შეასრულებს.
ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ შემოქმედებით პაუზის შემდეგ მიშა კინოში "ფანტასტიურად" დაბრუნდა.

"ჩვენს თაობას უყვარს მიშა მესხი. აღსანიშნავია, რომ მიშა არ გამოჩენილა ეკრანზე 10 წელია. მე ვუყურებ სოციალურ სივრცეში როგორ ამხნევებენ მას - ყველა თავის ენაზე - "ჯიგარო", "ძმაო", "მიაწექი ბოლომდე"... მე მიხარია, რომ მიშა დაბრუნდა და დაბრუნდა ფანტასტიურად.

მიშა მესხი


შეიძლება არტისტი იყოს კარგი და ცუდი, მაგრამ კიდევ არსებობს არტისტი საყვარელი - სახალხო. მე მიშასთან ერთად რომ დავდივარ ქუჩაში, პატარა ბავშვიდან დაწყებული, ისინი ვინც ალაგებს ქალაქს ან ვინც ტაქსიში მუშაობს ყველა სიყვარულით ხვდება. სხვათა შორის, ამით მეც ვსარგებლობ, უფასოდ დავყავარ ხოლმე.
მახსენდება ჩემი უფროსი მეგობარი ბუბა კიკაბიძე. ბუბასადმი იყო ასეთი დამოკიდებულება.
ჩვენ ავტორიტეტებს ვანგრევთ, ვითომ არ გვინდა ამის შექმნა, მაგრამ იმისათვის, რომ დაიმსახურო ხალხის ასეთი სიყვარული, რაღაც უნდა ჩადო კინოში," - ამბობს რეჟისორი.
ფილმი "ლირიკას" პრემიერა საქართველოს კინო-თეატრებში 2 იანვარს იგეგმება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026