Logo

ჯანმრთელობა

მითები და რეალობა ჯანსაღი კვების შესახებ

მითები და რეალობა ჯანსაღი კვების შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჯანსაღი კვება კვების ისეთ რეჟიმს ჰქვია, რომელიც ინარჩუნებს ან აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას.

ჯანსაღი კვება უზრუნველყოფს ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით: სითხით, მაკრო და მიკრონუტრიენტებით, ადეკვატური ბოჭკოთი და საკვები ენერგიით.

ის, რომ ჯანსაღი კვება წონის კორექციის საუკეთესო საშუალებაა და დიეტებისაგან განსხვავებით, ჩვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა, დღეს აღარავისთვისაა საიდუმლო. თუმცა არსებობს რამდენიმე არასწორი მოსაზრება,რომელსაც ჯანსაღი ცხოვრების წესს შეცდომით უკავშირებენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ გავრცელებული მითებისა და სინამდვილის შესახებ უამბობს გამომწერებს ფიტნეს ინსტრუქტორი და კვების კონსულტანტი მამუკა რაშოიანი.

„ხშირად ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მიმავალ გზაზე, მცდარი შეხედულებები გვაფერხებს. მოდით, გავარკვიოთ, რა არის სინამდვილეში სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის:

1. დაივიწყეთ "6 საათის შემდეგ არ ჭამის" წესი!

კალორია დღის ნებისმიერ დროს კალორიაა. მთავარია დღიური ბალანსი. შიმშილი სტრესია ორგანიზმისთვის, რაც ხშირად მეორე დილას გადაჭარბებული მადით სრულდება. იკვებეთ გონივრულად და ნუ აწამებთ სხეულს!

2. პური მტერი არ არის!

პური

რაციონიდან პურის სრულად ამოღება შეცდომაა. უბრალოდ, ფუმფულა თეთრი პური ჩაანაცვლეთ სრულმარცვლოვანი, ქატოს ან ცეხვილი ვარიანტით. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და მინერალებით, რაც აუცილებელია ნერვული სისტემისა და მონელებისთვის.

3. თაფლი თუ შაქარი?

თაფლი და შაქარი

გახსოვდეთ, წონის კლების თვალსაზრისით, შაქრის თაფლით ჩანაცვლება დიდ სხვაობას არ იძლევა. ორივე პროდუქტი კალორიულია. თაფლი სასარგებლოა, თუმცა მისი რაოდენობის კონტროლიც აუცილებელია.

4. შეიყვარეთ უჯრედისი!

უჯრედისი

ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და პარკოსნები თქვენი საუკეთესო მეგობრებია. უჯრედისი ეხმარება მომნელებელ სისტემას და არეგულირებს ინსულინის დონეს.

5. "ცხიმის მწველი" პროდუქტები არ არსებობს!

ანანასი გრეიპფრუტი

ანანასი და გრეიპფრუტი საუკეთესო ვიტამინური ალტერნატივაა ტკბილეულისთვის, თუმცა მათ "ჯადოსნური" წვის უნარი არ აქვთ. ცხიმი მხოლოდ კალორიების დეფიციტის დროს იწვის.

6. უფრთხილდით "ფარულ" კალორიებს!

წვენები

ტკბილი წვენები და გაზიანი სასმელები ხშირად დიდი რაოდენობით თხევად კალორიებს შეიცავს, რაც შეუმჩნევლად უშლის ხელს კლების პროცესს.

7. იმოძრავეთ მეტი!

სირბილი

კლების ფორმულა მარტივია: დახარჯეთ იმაზე მეტი, ვიდრე მიიღებთ. შიმშილს ყოველთვის სჯობს ბალანსირებული კვება და ფიზიკური აქტივობა.

8. ნუ გეშინიათ ცხიმების!

ჯანსაღი ცხიმები

ორგანიზმს სჭირდება ჯანსაღი ცხიმები (მცენარეული ზეთები, თევზი, თხილი). ისინი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, მხედველობისა და არტერიული წნევის დასარეგულირებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ომეგა-3-ის საკვებიდან მიღებას,“ - ამბობს კვების კონსულტანტი.

ავტორი: ზმნა

02/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024