Logo

მითი თუ სინამდვილე - როგორ გავიგოთ ახალია თუ არა კვერცხი?

მითი თუ სინამდვილე - როგორ გავიგოთ ახალია თუ არა კვერცხი?

12/22/2025

ტექსტის ზომა

მაშინ, როცა ჩვენს საახალწლო სუფრაზე ტრადიციულად პროდუქტების მრავალფეროვნებაა და ყველა დიასახლისი ცდილობს ოჯახის წევრებსა და სტუმრებს გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტით გაუმასპინძლდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ვიცოდეთ ახალ პროდუქტს ვყიდულობთ თუ არა.

იმისათვის, რომ შეემოწმებინა პროდუქტის სიჯანსაღე და ვადა, ჩვენმა წინაპრებმა უამრავი ხრიკი და მეთოდი გამოცადეს და თაობებს გაუზიარეს.

მითია თუ სინამდვილე, რომ იმის გარკვევაში, თუ რამდენად ახალია კვერცხი, ჩვეულებრივი ონკანის წყალი დაგვეხმარება?

კვერცხი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ამბობს, რომ ეს მეთოდი სანდო და სარწმუნოა.

"კვერცხი, რომელსაც ვადა არ აქვს მითითებული და მისი გამოშვების თარიღი საეჭვოა, მარტივად შეგვიძლია შევამოწმოთ. ამისათვის საჭიროა კვერცხი წყლიან ჭიქაში მოვათავსოთ. თუ კვერცხი წყლიდან მაღლა ამოტივტივდა, ე.ი. პროდუქტი ძველია, ხოლო თუ ფსკერზე ჩაიძირა ის ახალია და მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ"- ამბობს ირაკლი არაბული.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ახალიირაკლი არაბულიკვერცხიპროდუქტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026