ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პოდკასტში "მეოთხე კედელი" გიორგი ბოჭორიშვილმა ჰოროსკოპისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მსახიობს წამყვანებმა იმის საშუალებაც მისცეს, ეთქვა - მისი აზრით, რა ჰოროსკოპის ნიშანია ესა თუ ის კინოგმირი.
გიორგი ბოჭორიშვილი: მაიკლ კორლეონე - მერწყული იქნება. ფეოლა - თევზები, ჯარისკაცის მამა - კირჩხიბი.
ჰოროსკოპების აზრზე არ ვარ დიდად, ჩემი დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ ბავშვობიდან ვაკვირდები შვილებს და მათ ზოდიაქოს ნიშნებს - მშვილდოსანი, მერწყული და მორიელი მყავს. მე ტყუპები ვარ - ჩემი გამჭირვებია.
ადრე ვიყავი ასტროლოგთან; ვიცი, რომ მარსი მორიელში მაქვს და მახსოვს, მითხრა, შენი მფარველები სულ მორიელები იქნებიანო. ჩემი პატარა გოგოა მორიელი, დეიდაშვილი მორიელია. მორიელებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ღრმა და ინტუიციური ტიპები არიან. მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობენ სათქმელს. მერწყულიც ასეა. მათ აქვთ საერთო, ჩემს წარმოდგენაში.
ახლა მერწყულების ერაა. მეორე შვილი მერწყული მყავს.
სხვათა შორის, ყველა დიქტატორი მერწყულია. მერწყულები არიან - ბიძინა ივანიშვილი, ედუარდ შევარდნაძე, ჩაუშესკუ, ზელენსკი, მუსოლინი. მერწყულს ნუ ეხუმრებით...
ჩვენი ახალი პატრიარქი მერწყული ყოფილა.
ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი ტყუპები არიან.
06/09/2026