სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პენსიონერი ექიმი თინა კაციტაძე, ქალბატონებს 60 წლიანი გამოცდილებით შექმნილი უნივერსალური სახის კრემის რეცეპტს უზიარებს. ექიმი მომხმარებელს საკუთარი ხელით დამზადებულ კრემს სთავაზობს და იქვე მისი დამზადების რეცეპტსაც უმხელს.
„ეს ჩემი ქველმოქმედებაა. 87 წლის ვარ. აბა მიწაში ხომ არ ჩავიტან. ვინმე ხომ მაინც ერთ სანთელს დამინთებს და თუ არ დამინთებს, გულში ხომ იქნება მადლიერი... მე ესეც მყოფნის,“-
ამბობს თინა კაციტაძე.
მისი ინფორმაციით, ეს ნატურალური, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კრემი უნივერსალურია. იხმარება დღისით და ღამით, სახეზე, თვალის გარშემო და ყელზე... კრემი არბილებს სახის კანს, ებრძვის წვრილ ნაოჭებს და ლაქებს სახეზე.

„ეს უნივერსალური კრემია, რომელიც სამოცწლიანი გამოცდილების საფუძველზე შევქმენი ის ნატურალურია და ებრძვის სიბერეს.
შემადგენლობა ასეთია:
შიის კარაქი - 50 მგ
ქოქოსის კარაქი - 50 მგ
ღამის კრემისთვის საჭიროა ბორაქსიანი წყლის დამატება, რადგან წყლის საშუალებით ხდება მკვებავი კრემის შეწოვა.
მანგოს კარაქი - 50 მგ
კაკაოს ცხიმი - 50 მგ
სპერმაცეტი - 30 მგ
თაფლის სანთელი - 20 მგ
ზეთები უნდა გავაერთიანოთ ზუსტი ზომებით.
მაგ. ნუშის, ატმის, ყურძნის წიპწების, ავოკადოს, ჟოჟობას, სტაფილოს, ბრინჯის და ასე შემდეგ, რაც მოგეპოვებათ - ერთნაირი დოზებით.
50 +50+50+50 +30+20=250მგ
ჩავყაროთ ყველა მასალა შუშის ქილაში და ორთქლზე გავადნოთ, მუდმივი მორევით. არ წამოადუღოთ, რადგან ამ დროს იკარგება ვიტამინები. გავაცივოთ და გადმოვიტანოთ ასათქვეფად.

დავამატოთ ვიტამინები А, В¹, В⁶, В,³, С, Е ;
კოლაგენი, ელასტინი და ჰიალურონის მჟავა.
ყველაფერი ერთად ავთქვიფოთ, თუ დააკლდა ზეთი, თანდათან დაამატეთ ათქვეფის დროს.
ბორაქსიანი წყალი ასე მზადება -
100მგ გამოხდილი აფთიაქის წყალი და 2 მგ ბორაქისი შევათბოთ და ვანჯღრიოთ, სანამ არ გალღვება.
რომ გაცივდება თანდათან დაამატე მკვებავ კრემს ათქვეფის დროს.
გამოხდილი წყლის მაგივრად შეგიძლია მინერალური წალი იხმარო გაზგასული, რადგან მინერალური წყალი შეიცავს უამრავ მინერალებს.

ასეთია ჩემი მკვებავი კრემის რეცეპტი, ვისაც მოგეწონებათ, შეგიძლიათ სახლის პირობებში დაამზადოთ და კმაყოფილი დარჩებით.
ეს ჩემი ქველმოქმედებაა,“ - წერს თინა კაციტაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
01/23/2026