Logo

"მიუწვდომელი მეგონე... იმ მომენტიდან მიყვარხარ" - რა გაუხსენა გიორგი უშიკიშვილმა მერაბს

"მიუწვდომელი მეგონე... იმ მომენტიდან მიყვარხარ" - რა გაუხსენა გიორგი უშიკიშვილმა მერაბს

09/10/2026

ტექსტის ზომა

"არასდროს გამიგია, რომ მერაბს თავში აქვს ავარდნილი" - ამბობს გიორგი უშიკიშვილი თავის პოდკასტში და სეფაშვილს ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრება. მომღერალმა კითხვას, გყოლია ოდესმე დაცვა? სიცილით უპასუხა:

მერაბ სეფაშვილი: რად მინდა დაცვა? მეგობრები მყავს, დაცვის სამსახურები აქვთ, უთქვამთ, არ გინდა მოგემსახუროსო? რად მინდა, ტო? ვის ვემალები?

გიორგი უშიკიშვილი: სახალხო მომღერალი ხარ. ნანახი მაქვს, ხალხს როგორ ხვდები ქუჩაში. სახალხოობა ეგ არის, ვინც გიყვარს, ხანდახან რომ შეგიძლია შეეხო.

მერაბი: მე ვინც მიცნობს იცის, რესტორანშიც მივდივარ და ყველგან დავდივარ. ყველა ტიპის და კალიბრის ადამიანთან შემიძლია მეგობრობა.

გიორგი: გახსოვს, 8-9 წლის ვიყავი გორში სოფელში გნახე პირველად.

მერაბი: მე ყველაფერი მახსოვს. შემოგიყვანეს და რომ იმღერე, კინაღამ ტირილი დავიწყე. გავგიჟდი. არანორმალურად მღეროდი. ბავშვი ასე ვერ მღერის.

გიორგი: იმ მომენტიდან მიყვარხარ. მაშინ კახეთში ვცხოვრობდი, ტელევიზორიდან გიცნობდი, მიუწვდომელი მეგონე და ამ დროს, შენ მომეფერე, ძალიან ჩამიტკბი და დავინახე, რომ რომ მერაბიც ისეთი კაცია, როგორიც ბიძაჩემია, მეზობელი ზურაა...

მერაბ სეფაშვილი

- ყოველთვის ახერხებდი წარმატების პიკში ყოფნას. სულ გქონდა ისეთი სიმღერები, რომელიც სულ იყო პოპულარული. ამას მოხერხება უნდა. მე ვამბობ, მერაბ სეფშვილი მაიკლ ჯექსონივით არის-მეთქი;

- დროს ორგანიზმით უნდა გრძნობდე. პერიოდს, სიტუაციას უნდა გრძნობდე, ოღონდ მთელი სხეულით. ინტერესდებოდე, იდეაში რა არის თანამედროვე? გარდა ამისა, პროცესი და სამზარელოა ჩემთვის მთავარი. მე ვიცი, რამ მინდა და მთლიანად ჩართული ვარ სიმღერის ჩაწერის პროცესში.

იცით, რაზე გავგიჟდი? 14-15 წლის ბავშვებმა ჩემი ძველი, 80-იანი წლების სიმღერები რომ იციან.

- ახალი არ კეთდება, ძველს უსმენენ. სოლო კოცერტები არ ტარდება...

- ძალიან ძვირია ყველაფერი, დარბაზი ძვირია, განათება, გახმოვანება... საბოლოო ჯამში ბილეთს ედება ძვირი ფასი. ადამიანს კიდევ არ აქვს კონცერტზე მოსასვლელი თანხა. სპონსორის გარეშე ეს შეუძლებელია.

პოდკასტი სრულად

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026