Logo

"მივხვდი, მისია მაქვს" - 150 წლის სახლი, რომელსაც ლელას 80 წლის დედა უვლის

"მივხვდი, მისია მაქვს" - 150 წლის სახლი, რომელსაც ლელას 80 წლის დედა უვლის

10/02/2026

ტექსტის ზომა

ნინუცა ორჯონიკიძის იუთუბ არხი ხობში, ლელა წურწუმიას მამაპაპისეულ, 150-წლიან სახლს სტუმრობდა. ამ სახლს ლელას 80 წლის დედა, ნინო ლომთათიძე უვლის და როგორც მომღერალი ამბობს, გვიან შემოდგომამდე იქ ცხოვრობს.

ლელა წურწუმია: დედა თიბავს, ტრაქტორზე ზის და ხნავს... თავის ჯანმრთელობასაც მიხედა ამით, მოიფიქრა საქმიანობა, რაც ამხნევებს, აძლიერებს. ის ძალიან საჭირო ადამიანია, იმდენ რამეს აკეთებს ჩვენთვის და გვაბედნიერებს. 80 წლისაა დედა და ასე გამოიყურება...

ლელა

ეს მამაჩემის და ბაბუაჩემის, წურწუმიების სახლია. აქ მაისის ბოლოს ჩამოვიდოდი და წასვლა აღარ მინდოდა.

ამ სახლში ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია. ჩემი გულის ნაწილი აქ ძგერს. ჩემს ცხოვრებაში, თუკი რამე მნიშვნელოვანი ხდება, ცუდი თუ კარგი, სიზმარში ვხედავ ამ სახლს.

ლელა

ეს სახლი 150 წლისაა და როცა ივანემ, ჩემმა დიდმა ბაბუამ ააშენა, ეზოში იყო უდიდესი ხუთი კოპიტის ხე. ხუთი შვილი ჰყავდა და მათ სახელზე დაურგავს ეს ხეები. მერე მოიჭრა ეს ხეები. თითქოს ის ადამიანები, ვინც მათში სუნთქავდნენ, მოიკვეთეს.

შარშან მეგობარმა მაჩუქა კოპიტის ხეები და დედამ ჩარგო წინ. ისევ გვაქვს კოპიტის ხეები, რომელიც ნელა იზრდება და მინდა გაიხაროს. მივხვდი, რაღაც მისია მაქვს დაკისრებული; ის, რაც მოიჭრა, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ხეებს დიდი ძალა აქვს, ეს სახლი ხომ ჩვენი გვარის ფუძეა. ბაბუას ჰქონდა აგურის ქარხანა. შენახულია აგური ინიციალებით ხ.წ. - ხარიტონ წურწუმია.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026