Logo

ტაბლოიდი

"მივხვდი, რომ ეს ილოს გზაა, მისი ჯვარია და მე არ უნდა ჩავერიო" - ანი ბებია ქმრის დამოკიდებულებაზე

"მივხვდი, რომ ეს ილოს გზაა, მისი ჯვარია და მე არ უნდა ჩავერიო" - ანი ბებია ქმრის დამოკიდებულებაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნანკა გვარის პოდკასტი "მარტოობის 15 წუთი" ანი ბებიას მასპინძლობდა. მსახიობი სხვადასხვა თემას შეეხო. მათ შორის, ქმრის, ილო ბეროშვილის ნარკოდამოკიდებულების თემას.

ანი ბებია: ძალიან რთული იყო მისი დამოკიდებულების თემა. მე თვითონაც პატარა ვიყავი. თეორიულად ვიცოდი, რომ რთულია დამოკიდებულ ადამიანთან ერთად თანაცხოვრება. მაგრამ ვიფიქრე გავუმკლავდებოდი. რეალური პრობლემები რომ შემეჯახა, აღმოვაჩინე, რომ ეს არც ფილმში მქონდა ნანახი, არც წაკითხული და არც არავის მოუყოლია... რთული ყოფილა. მთელი ცხოვრება ამასთან ერთად უნდა იცხოვრო.

ანი ბებია

თუ არ მიეხმარე და არც ფსიქოლოგთან დადიხარ, ძალიან რთულია. მერე მივხვდი, რომ ეს მისია და მე არ უნდა ჩავერიო, მან უნდა მიხედოს მაგ თემას. მისი გზა და მისი ჯვარია, რომელიც უნდა ატაროს.

ყველა წყვილს თავისი საერთო რამ აქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი, რაც გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი სულები ერთია!

ანი ბებია

ვიდეო ბმულზე

ავტორი: ზმნა

12/21/2025