Logo

"მივმართავ როგორც ქალს, როგორც დედას" - ნატა ვიბლიანის მიმართვა მარიამ კუბლაშვილს

"მივმართავ როგორც ქალს, როგორც დედას" - ნატა ვიბლიანის მიმართვა მარიამ კუბლაშვილს

07/28/2026

ტექსტის ზომა

ემიგრანტმა ქალმა, ნატა ვიბლიანმა, რომლის ისტორიასაც სრულიად საქართველო თვალყურს გაფაციცებით ადევნებს, მის მიერ გაუპატიურებაში ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს მიმართა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

„ჯიმშერ ვიბლიანი არის სვანეთის სირცხვილი, რომელსაც გვართან ურთიერთობის, საკუთარ ოჯახთან ურთიერთობის არ რცხვენია.

მე პირადად მის ადვოკატს მივმართავდი, როგორც ქალს, როგორც დედას, ქალების მიმართ იყოს სოლიდარული და მოძალადე კაცებს არ მისცეს მოტივაცია, რომ ჩაიდინონ ასეთი დანაშაული...

ასეთი ქალბატონები არიან მოტივაციის მიმცემი, რომ ვიღაცა გამოუჩნდება და ფულით დაიცავს... და ეგ არის სირცხვილი.

მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს ქალბატონები დგანან ჩემ გვერდით, მიჭერენ მხარს, მიცხადებენ სოლიდარობას და გამოდის ქალი და იცავს დამნაშავეს,“ - ამბობს ვიბლიანი.

შეგახსენებთ, ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, 9 წლის ასაკიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი მამაკაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს - მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიმიანს და ჯიმშერ ვიბლიანს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მარიამ კუბლაშვილიმიმართვანატა ვიბლიანისოლიდარობა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026