Logo

"მივმართავ სასამართლოს" - ნუცა ბუზალაძე

"მივმართავ სასამართლოს" - ნუცა ბუზალაძე

10/09/2026

ტექსტის ზომა

ნუცა ბუზალაძე ამჟამად საქართველოშია. ცოტა ხნის წინ ის თავის ამერიკელ საქმროს დაშორდა.

"ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი" - ასე დაემშვიდობა ფეისბუქზე დარენ პრინსი ნუცას.

დარენ პრინსიდარენ პრინსი

მომღერალს ორი ქორწილის გადახდა სურდა, სამშობლოში და ამერიკაში. თუმცა ზაფხულის საკონცერტო ტურნეს შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ახლა "ნიჭიერის" ჟიურის წევრია.

ვინაიდან ნუცა, სამშობლოში ყოფნისას, ძირითადად, სამთავრობო ღონისძიებებსა და კონცერტებში მონაწილეობს, საზოგადოების ნაწილი მას "ქოც" მომღერლად მოიხსენიებს. ამგვარ შეფასებებზე გამწყრალი მომღერალი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

"მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო:

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან, საკუთარი შრომით, თავდადებითა და უდიდესი ძალისხმევით შექმნა. მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს საქმეში წარმატებას მივაღწიო და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო. ჩემი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამისთვის არასდროს არაფერი დამიშურებია.

მიუხედავად ამისა, უკვე სამი წელია, ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარკამპანია მიმდინარეობს. მუდმივად ვაწყდები ცრუ ინფორმაციას, შეურაცხმყოფელ კომენტარებს, დამამცირებელ განცხადებებსა და იარლიყებს, რომლებსაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მაკრავენ.

სიტყვებს, როგორიცაა, „რუსეთუმე“”ქოცი” “ფულის მონა” და სხვა მსგავსი იარლიყები, რომლებიც ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით გამოიყენება, არასდროს მივიღებდი და არც მომავალში მივიღებ.

მე ვარ მომღერალი, არტისტი და, პირველ რიგში, ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი ღირსება, პრინციპები და სახელი, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით შექმნა.

აქამდე არასდროს ვაქცევდი მსგავს კომენტარებს ყურადღებას. უბრალოდ არ მიმაჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემს დამცირებას, ჩემს დროსა და ენერგიას იმსახურებდნენ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!

ჩემი დუმილი არასდროს ყოფილა სისუსტის ნიშანი და არც იმის უფლება მიუცია ვინმესთვის, რომ დაუსჯელად შელახოს ჩემი სახელი.

დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც განზრახ გაავრცელებს ჩემს შესახებ ცრუ ფაქტობრივ ბრალდებებს ან შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვასა და ჩემთვის ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე.

ყველა შესაბამისი შემთხვევა გადაეცემა ჩემს ადვოკატს და საჭიროების შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს.

ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ადამიანის მიზანმიმართული დამცირება, ცილისწამება და მის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება ყოველთვის უპასუხოდ დარჩება?

სამი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო. ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.

ასევე, ძალიან გთხოვთ ყველას: თუ ჩემი მისამართით სადმე წააწყდებით ცრუ ბრალდებებს, ცილისმწამებლურ ან რეპუტაციის შემლახველ კომენტარებს, გადაიღეთ სქრინშოთები და გამომიგზავნეთ ჩემს პირად გვერდებზე.

მე არასდროს მიცხოვრია სხვისი დამცირებით და არც არავისთვის მიმიყენებია ზიანი. მთელი ცხოვრება საკუთარი შრომით მოვდივარ და არავის მივცემ უფლებას, ჩემი წლების შრომა და სახელი ტყუილებით გააუფასუროს.

პატივისცემას ყველასგან არ ვითხოვ, მაგრამ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვას ყოველთვის შევძლებ.

მადლობა ყველას, ვინც სიმართლისა და ადამიანური ღირსების მხარეს დგას" - წერს ბუზალაძე ფეისბუქზე.

ნუცა ბუზალაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026