Logo

ჯანმრთელობა

"მიზეზი იმისა, რომ შენ სულ ჭამ, არის შემოქმედებითი კრიზისი და უსიყვარულობა" - დეა ყოლბაია

"მიზეზი იმისა, რომ შენ სულ ჭამ, არის შემოქმედებითი კრიზისი და უსიყვარულობა" - დეა ყოლბაია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი კვებითი ქცევა მხოლოდ ფიზიოლოგიურ შიმშილზე არ არის დამოკიდებული. მასზე გავლენას ახდენს ემოციური მდგომარეობა, ყურადღების ფოკუსი, შინაგანი მოტივაცია, ურთიერთობები, მოწყენილობა, შემოქმედებითი ენერგია და ისიც კი, გვაქვს თუ არა ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რაც გვაღელვებს და გვავსებს.

სწორედ სიყვარულს, მოტივაციას, შიმშილის შეგრძნებასა და ემოციურ ჭამას შორის კავშირზე ისაუბრა ფსიქოლოგმა და ექიმმა პათოლოგანატომმა დეა ყოლბაიამ პოდკასტში "მარტივი თეფში".
მისი განმარტებით, როცა ადამიანი შეყვარებულია, მოტივირებულია ან შემოქმედებით პროცესშია ჩართული, მისი ენერგია სხვა მიმართულებით ირთვება და საკვებისადმი მოთხოვნილებაც შეიძლება შემცირდეს... ხოლო როცა ცხოვრებაში ემოციური სიცარიელე, მოწყენილობა ან შემოქმედებითი კრიზისია, საკვები ხშირად იქცევა იმ „შემავსებლად“, რომელსაც ადამიანი გაუცნობიერებლად ეძებს.


„როცა იპრანჭები და გაქვს მოტივაცია, რომ იყო პრეზენტაბელური, როცა გყავს ობიექტი, ვისთვისაც გიღირს ეს თავგანწირვა, რომ ყოველ დღე ფორმაში იყო... ამას ხომ უნდა ძალა და ენერგია? ეს ხომ თავისთავად არ მოდის, როგორც დალაგებული სახლი. ამ დროს, ძირითადი ენერგია ხმარდება ფსიქოლოგიურ ფოკუსირებას ამ იდეაზე და საკვებისადმი მოთხოვნილება შემცირებულია.
და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ესტროგენი თრგუნავს გრელინს, ანუ შიმშილის ნივთიერებას.
ანუ, ასეთი ჯაჭვია – გრელინი შემცირდა, შესაბამისად ჩვენი ნეიროპეპტიდი Y გაითიშა, შიმშილის მომენტი მოიხსნა და შენ მცირედით კმაყოფილდები. და ზოგჯერ შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც ჭამა. რატომ? გადართული ხარ შენი გულის სწორზე, ანუ შეყვარებული ხარ...
ან ხატავ რაღაცას და ისე ხარ აზარტში შესული, რომ დაგავიწყდა ბოლოს როდის ჭამე საერთოდ...
ნახეთ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შენ სულ ჭამ, არის შემოქმედებითი კრიზისი და უსიყვარულობა,“ - ამბობს დეა ყოლბაია.

ავტორი: ზმნა

04/26/2026

დაავადებებიდეა ყოლბაიასტრესიფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024