ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ოსპი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პარკოსანია. ის თავისუფლად ცვლის პურსა და ხორცს. შეიცავს A, C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს. სასურველია, მომავალმა დედებმაც რაციონში ოსპი გაითვალისწინონ, რადგან ის ეხმარება ნაყოფის განვითარებას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებსა და ნიტრატებს. მასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, ძუძუს კიბოს არიდება შეუძლიათ. ოსპი შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისსაც.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ოსპის სუფი ვირუსული ინფექციის დროს, პირდაპირ დანიშნულებაში უნდა ჩაწეროთ.

ოსპის წვნიანების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. გთავაზობთ ერთ ვერსიას.
მოთუშეთ ხახვი, გახეხილი სტაფილო და დაუმატეთ ცოტა ტომატი ან გახეხილი პომიდორი. დააყარეთ გარეცხილი ოსპი. შეგიძლიათ ცოტა ბრინჯისა და ბულგურის ჩაყრაც. სამი წუთი მოთუშეთ, დაამატეთ პიტნა, სურნელოვანი წიწაკების მიქსი და დაასხით ადუღებული წყალი. დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ბოლოს, სურვილისამებრ მწვანილი მოაყარეთ. თეფშზე მოასხით ლიმონი. უხდება გახუხული პური.

03/02/2026