Logo

საზოგადოება

"მკვლელობის გამოძიება თავიდან დაიწყო. თქვენთან აუწონელ ვალში ვარ" - ეკა კუპატაძე საზოგადოებას მიმართავს

"მკვლელობის გამოძიება თავიდან დაიწყო. თქვენთან აუწონელ ვალში ვარ" - ეკა კუპატაძე საზოგადოებას მიმართავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აქვეყნებს პოსტს, სადაც ის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საზოგადოებას და წერს, რომ გამოძიება თავიდან დაიწყო, ყველა დეტალის გადამოწმებით...

"როგორც გველს, ისე გაუჩეჩქვეს თავი ქვით, ჩემს ზრუნვაში გაზრდილ, უწესიერეს შვილიკოს....

კოხტა, მუდამ მოწესრიგებული გიგა ავალიანის შიშველი და ფიცარივით გაშეშებული გვამის სურათები, ღია პირით, თვალწინ უფრიალეს და მისი მკვლელობა უემოციოდ აყურებინეს ეგოდაუკმაყოფილებელ ინდივიდებს!!!....

ამის პარალელურად, გამოდის ჩიქოვანების არშემდგარი ადვოკატი და სათქმელი რომ არაფერი აქვს, ,,მორჩა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ბულინგი!"-ო, იქნევს უტიფარ თითს.
ჰოდა, მოხვდება სამართლის მუშტი!!!

იმ არსებამაც, პროკურატურის წინ, მას შემდეგ დაიწყო ჩხავილი, რაც მე საქმის მასალები გადმომეცა და მიხვდა, რომ ვეღარ დამისხლტებოდა ხელიდან; თუმცა, თავიდან შეზავებული თაფლი-მათრახით დაიწყო, რადგან ხალხი ეგონა ბრბო, მაგრამ დახვდა საზოგადოება!

საზოგადოებავ, თქვენთან აუწონელ ვალში ვარ. თქვენი თანადგომით მივაღწიე იმას, რომ მკვლელობის გამოძიება დაიწყო თავიდან, მოწმდება ყველა წვრილმანი....

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა, გონებამოჭიმული გავაკონტროლებ ყველაფერს!

გიგა ავალიანის ალალ-მართალ სისხლს არავის შევარჩენ, მათი ასაკის, სქესის თუ თანამდებობის მიუხედავად; იქნება ეს გარყვნილი და პირსისხლიანი მკვლელი ლაწირაკები, მათზე ხელის დამფარებლები, დანაშაულის დამფარველები, ექიმები, ან თუნდაც, სამართალდამცავები!

გამონაკლისის გარეშე, ყველა, შესაბამისი მუხლით, დაჯდება საბრალდებო სკამზე!

აი, ნია იმნაძის ადვოკატი კი, ან საჯაროდ აღიარებს, რომ შეცდაში შეიყვანეს და მოიხდის ბოდიშს, ან მისი კარიერა ნამდვილად გადაყვება ამ გარყვნილ გომბიოს!!!"- წერს ეკა კუპატაძე ფეისბუქზე.

ავტორი: ზმნა

01/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024