Logo

საზოგადოება

"მოძღვარიც მყავს და ჭკუის მასწავლებელიც, თქვენ დაოკდით!" - ვისზე ბრაზობს ზურა შევარდნაძე

"მოძღვარიც მყავს და ჭკუის მასწავლებელიც, თქვენ დაოკდით!" - ვისზე ბრაზობს ზურა შევარდნაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზურა შევარდნაძე ვიდეოთი მიმართავს მათ, ვისზეც, თვლის, რომ ჭკუას ასწავლიან და "რჩევებს" აძლევენ. მებაღე, რომელიც ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა და ყოფილი თანამშრომელი სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელდა, ფეისბუქგამომწერებზე ბრაზობს:

"ივლისში 47 წლის ვხდები. ერთი ვიდეო მითხარით, სადაც ვინმეს ვაკადრე და ვუთხარი, ასე არ ქნა, ისე არ ქნა, ისე ჯობია-მეთქი. ერთი მაგალითი მითხარით, რომ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვინმეს ჭკუა ვასწავლე.

"ძვირია, ბაღში შემოსვლა უფასო უნდა იყოს. მიხაკი 5 ლარად ძვირია. უნდა დაარიგოთ, ხალიჩები დაარიგეთ საჩუქრად, ასე ჯობია. ჩაგეთვლება მადლში..."

მოძღვარიც მყავს, დედაც, მამაც, დეიდაც, ბიცოლაც, აღმზრდელიც, ნათესავიც, მეგობარიც. ჭკუის მასწავლებელი და დამრიგებელიც საკმარისზე მეტი მყავს. თქვენ, თუ შეიძლებოდეს, დაოკდით! მე გადავწყვეტ, ჩემი ნაშრომი რა ფასად დავაფასო. თქვენ გადაწყვიტეთ - იმ ფასად გაწყობთ თუ არა შეიძინოთ.

თქვენ ვინ გეკითხებათ, მე 47 წლის კაცს, მასწავლოთ ჭკუა, ეს სწორია, ეს არა სწორი, კაშნი ყვითელი რატომ გიკეთია? ბეჭედი რატომ გიკეთია?

რასაც მინდა იმას მივიბნევ, სადაც მინდა იქ მივიბნევ, როგორც მინდა ისე მივიბნევ. დიახ. არ ხართ შეიძლება ჩემგან გაბრაზებულ ვიდეოებს მიჩვეული, სულ სიყვარულს ვაფრქვევ, მარა ეტყობა, ზოგჯერ უნდა გაბრაზდე. კი არ გამომდის, ვინდომებ, მარა ზოგჯერ ვბრაზდები, მეც ადამიანი ვარ.

თან ფეისბუქზე სახელი გვარი არ აქვს: ლუიზა ლუიზა, გოჩა გოჩა, ჟუჟუნა ჟუჟუნა, დოდო დოდო. რა დოდო დოდო, ქალო? შენ ვინ გეკითხება? შვილი არ გყავს? ძირი არ გყავს? მიხედე შენს ოჯახს! ჩემთან რა გინდა. როგორმე მივხვდები, ჩემი ცხოვრება როგორ წარვმართო.

ეჩხუბეთ ოჯახის წევრებს, იქ მოიქავეთ ნერვები. მე დამეთხუეთ, რაცხა ვარ, თქვენი გასაზრდელი აფერი არ მჭირს.

ხანდახან უნდა ვიჩხუბო. სხვა გზა არაა, ეტყობა, ასე ჯობია.

სრული ვერსია - ვიდეო

ავტორი: ზმნა

05/25/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024