Logo

ტაბლოიდი

"მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ?" - ციცინო შურღაია ტარიელ სუარს

"მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ?" - ციცინო შურღაია ტარიელ სუარს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ციცინო შურღაიას და ია ფარულავას დაპირისპირებას გაგრძელებები აქვს. ხმაური კი პლასტიკური ქირურგის "ზმნისთვის" მიცემულ სკანდალურ ინტერვიუს მოჰყვა. შურღაია იას მატყუარობაში ამხელს და ამბობს, რომ ის მის გარშემო ყველას ასე ექცევა. და მათ შორის, მოატყუა ყოფილი ქმარი, ტარიელ სუარი; მას ბინა გააყიდინა და ტარიელი ახლა ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც იამ ციცინოსგან შეიძინა.

გიტარისტი ტარიელ სუარი სკანდალურ სტატიას ეხმიანება და თავის გვერდზე წერს:

"რა გამაყიდინა ან რაის ქუჩაში დამტოვა, ბინების მეტი რა მაქვს, ხალხო? გამაგიჟებს ეს ხალხი. პირიქით, ერთი ნაგავი სარდაფი გავყიდე და მოვიშორე იმისათვის, რომ სასტუმროს წილი შემეძინა, სხვათა შორის წარმოუდგენლად იაფად. როგორ შეიძლება ამდენი ტყუილი და ცილისწამება ? სირცხვილია!!!!"

ტარიელის ამ პოსტის ქვეშ კი ციცინო შურღაია აკომენტარებს.

"ტარიელ! თუ ამდენი ბინები გაქვს, მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ? თავმყოვარეობა არ გაქვს?" - წერს ციცინო შურღაია.

შოუ უნდა გაგრძელდეს...

ციცინო შურღაია

ავტორი: ზმნა

11/15/2025