Logo

მოხალული ბარდა ყავაში - სურსათის ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს

მოხალული ბარდა ყავაში - სურსათის ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს

01/21/2026

ტექსტის ზომა

რატომ გვეჩვენება ბოლო დროს, რომ ყავამ ჩვეული გემო და სურნელი დაკარგა და არც ძველებური ენერგიით გვავსებს? იქნებ შეჩვევა არაფერ შუაშია და სინამდვილეში ყავას კი არა, მოხალულ ბარდას მივირთმევთ?

ყურადღებით დააკვირდით პროდუქტს, რომლის შეძენასაც გადაწყვეტთ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტრადიციული ინსპექტირებისას, ყავის საწარმოში, არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო, სააგენტომ, ყავის საწარმოს საქმიანობა შეუჩერა.

ყავა

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ყავის საწარმოში — შპს „ტრეიდერი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1, ს/კ 404505905) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“. აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში.

შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბარდასაწარმოსურსათის ეროვნული სააგენტოყავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026