Logo

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურას ვადა 8 იანვრამდე მისცა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურას ვადა 8 იანვრამდე მისცა

12/22/2025

ტექსტის ზომა

28 წლის მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და გულშემატკივრებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ მკვლელობაში მონაწილე და დამნაშავე ყველა პირის დასჯას, ასევე ხარისხიან გამოძიებას განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის მუხლით. ითხოვენ საქმის მასალებზე სრულ წვდომასაც. მათ პროკურატურას ვადა 8 იანვრამდე მიცეს.

გიგა ავალიანს 1 ოქტომბერს სახლთან ახლოს სცემეს. 23 დღის შემდეგ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი თავის ტვინის დაზიანება გახდა - "ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით".

გიგა ავალიანის დედაგიგა ავალიანის დედაგიგა ავალიანის დედაგიგა ავალიანის დედა

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026