Logo

"მომდევნო პატრიარქს, უფრო იოლი, ანუ გაკვალული გზა დახვდება" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

"მომდევნო პატრიარქს, უფრო იოლი, ანუ გაკვალული გზა დახვდება" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

03/21/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს პატრიარქის ღვაწლსა და მის მიერ მომავალი პატრიარქისათვის გაკვალულ გზაზე ისაუბრა ტვ იმედის ეთერში დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

„რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა. ყველამ იცოდა, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით, რაც ახლა ხდება.
რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ხშირად გაიგონებდით: - აი ვინ იქნება ახალი პატრიარქი, ასეთი პატრიარქის მერე როგორ უნდა შეძლოს პატრიარქობა...
მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ოპტიმისტურად შევხედოთ: ასეთი ნიშნული რომ გვაქვს, რას ნიშნავს? გზა გაგვიკვალა...
გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში, რაც არის უმთავრესი თვისება პატრიარქისა, რომელიც უშუალოდ ქრისტესგან აქვს, იმიტომ რომ უფალი ამბობს სახარებაში - "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითაო."

ჰოდა, პატრიარქმა გაგვიკვალა გზა. მე ასე მგონია, რომ მომდევნო პატრიარქს, ვინცა იქნება, პირიქით უფრო იოლი, ანუ გაკვალული გზა დახვდება. მისთვის უფრო მარტივი იქნება, რომ ამ სიმაღლეზე ავიდეს, იმიტომ რომ ის სიმაღლე უკვე დაპყრობილია უახლეს ისტორიაში,“ - აღნიშნა დეკანოზმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026